წინა სტატია
შემდეგი სტატია
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ნეიტრალური წევრების დანიშვნა ხმაურის ფონზე წარიმართა. ამის შესახებ სიუჟეტს ფორმულა ავრცელებს.
სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საარჩევნო კომისიაში ნეიტრალურ წევრებად ქართული ოცნების მხარდამჭერებს ნიშნავენ. ამის გამო ვითარება დაიძაბა, ხოლო მას შემდეგ, რაც ოზურგეთის "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დავით მჟავანაძეს, სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ნეიტრალური წევრობის მსურველი 830-მდე ადამიანის...
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქარელის მოსახლეობას ქარელი-ხაშურის ოლქში მაჟრიტარობის კანდიდატი ალექსანდრე ჩხიკვაძე წარუდგინა.
როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, ალექსი ჩხიკვაძე არის ადამიანი, რომლის საშუალებითაც ქარელის მუნიციპალიტეტის პრობლემები ყოველთვის იქნება საქართველოს პარლამენტის და ხელისუფლების დღის წესრიგში.
„არ დავუშვებთ მართალი ადამიანის დასჯას და მართალი ადამიანის დაჩაგვრას. ენდეთ ჩვენს ბრძოლას. იცით, რომ არასდროს არავის გავრიგებივართ თქვენს ზურგს უკან, არ გაგვიყიდია თქვენი ინტერესები და იცით, რომ თუ ვინმეს შეუძლია...
ოპოზიციურმა პარტიებმა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ხელი მოაწერეს ქცევის კოდექსს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო ორგანიზაციების - USAID-ის და IRI-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიმუშავა.
დოკუმენტით ხელმომწერი პარტიები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ მიმართავენ ოპონენტებთან ურთიერთობის ძალადობრივ ფორმებს.
დოკუმენტს "ქართული ოცნება" უკვე შეუერთდა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, მათ არ აქვთ იმედი, რომ მმართველი გუნდი ამ დოკუმენტის ყველა პუნქტს სრულფასოვნად შეასრულებს.
"იმ სიტუაციაში, როცა შეუძლებელია, საბურთალოზე დაიქირავო ბილბორდი, იმიტომ რომ...
6 თვე წყლის გარეშე - აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ მარტის შემდეგ წყალი აღარ მიეწოდებათ. სასმელ წყალს ყიდულობენ, სხვა მოხმარებისთვის კი კუსტარულად მოწყობილი საქაჩებით სარგებლობენ. მათი თქმით, ასეთი დაახლოებით 18 ოჯახია. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სხვადსხვა უწყებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ბათუმის წყალში ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აბონენტები ჰყავთ.
აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეულის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ ამ დრომდე მოსახლეობა...
ბუნებრივი აირის, სასმელი წყლისა და გარეგანათების პრობლემებზე საუბრობენ ქობულეთში, სოფელ კონდიდში მცხოვრებლები. სოფელში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახი კი აცხადებს, რომ ისინი 1 წელია ქირით ცხოვრობენ, რადგან კუთვნილი საცხოვრებელი მეწყრულ ზონაშია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ მოსახლეობა სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში მოსახლეობა ძირითადად ჩართული არ არის.
ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ წერილობით განმარტებას კონდიდის მცხოვრებლების მოთხოვნებთან დაკავშირებით...
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან არ განახლდება.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა, სოფელ მატანის საჯარო სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს ლაბორატორიულად Covid 19 დაუდასტურდა, რის გამოც საკოორდინაციო საბჭომ სასწავლო პროცესის გადადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ნელი ხიზანიშვილი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, როდის განახლდება სწავლა.
“დაინფიცირებული ოჯახიდან 10 თვის ბავშვს და ორსულს დაუდასტურდა ვირუსი. ეს ქალბატონი გორში...
ვინც არ უნდა დაასახელოს ოპოზიციამ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, ბუნებრივია, ყველა მათგანი განწირული იქნება მარცხისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ზუგდიდში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში.
"იმდენად არის ოპოზიციაში არეულობა, რომ ისინი ვერ ახერხებენ კანდიდატების დასახელებას რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში, ერთ- ერთი არის ზუგდიდი. ეს არის შიდა დაპირისპირების შედეგი. არ ვიცი, მოახერხებენ თუ არა...
საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელის შეშლის მცდელობასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს. როგორც ცესკოში აცხადებენ, აღნიშნული ქმედებები, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ხდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს ატარებს.
„ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მნიშვნელოვანად მიაჩნია საზოგადოების ინფორმირება საოლქო საარჩევნო კომისიების მიმართ განხორციელებული ქმედებების და უსაფუძვლო ბრალდებების შესახებ, რამდენადაც ეს არის არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის, არამედ საარჩევნო გარემოსთვის...
გორის მუნიციპალიტეტის მერი შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსის საქმეზე მორიგ განმარტებას აკეთებს.
კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ თემურ მანველიშვილის კომენტარზე მის გამოხმაურებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან არასწორი აღქმა მოჰყვა, რის გამოც მისი დამოკიდებულების შესახებ უფრო დეტალური განმარტების გაკეთება გადაწყვიტა.
"თემურ მანველიშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ჩემს ინტერვიუს, რომელიც სოციალურ ქსელში რადიო „მოზაიკამ“ გაავრცელა, არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. მეტი სიზუსტის მიზნით, ვავრცელებ აღნიშნულ განმარტებას. ჟურნალისტის კითხვაზე თუ...
გორში, შოთა რუსთაველის სახელობის სკვერში მოქალაქეებმა ურნები დაამტვრიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.
"ინციდენტი სავარაუდოდ გვიან ღამით მოხდა. სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ასეთი ვანდალური ფაქტი ხდება ქალაქის სკვერებსა თუ პარკებში. ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო მოგიწოდებთ, ერთად გავუფრთხილდეთ და დავიცვათ და ჩვენი ქალაქი", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
https://www.facebook.com/1448967872088306/videos/684267562437254/
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დედაქალაქისთვის 300 ახალი მიკროავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებულ 30-მილიონიან ტენდერში გამარჯვებულად კომპანია "ჯი-თი მოტორსი" გამოავლინა, რომელიც დედაქალაქს Ford Transit-ის მარკის მიკროავტობუსების მიწოდებას სთავაზობს. გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ Ford-ის კონკურენტის, Hyundai-ის დისკვალიფიკაციის შემდეგ მიიღო. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
“ჯი-თი მოტორსის" წინადადებით, წარდგენილ მიკროავტობუსებში 17 სამგზავრო ადგილი იქნება, ამასთან, ერთი მიკროავტობუსის შესასყიდი ფასი 101,656 ლარი იქნება. ტექნიკური პარამეტრების თანახმად, ახალი მიკროავტობუსის საწვავის ხარჯი...
პარტიამ „სამართლიანობისთვის“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა, სადაც საარჩევნო სიის ათეული და მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატი წარადგინა.
საარჩევნო სიის ათეული და მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიის ლიდერმა, ეკა ბესელიამ წარადგინა. საარჩევნო სიის ათეულსა და მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის არიან:
იასე ზაუტაშვილი- იურისტი, ეკონომისტი; ჯავარა უგრეხელიძე - მედიცინის დოქტორი; ზაზა წერეთელი - მედიცინის დოქტორი, იურისტი, პოლიტსაბჭოს ახალი წევრი; თემურ რობაქიძე - ეკონომისტი, პოლიტსაბჭოს ახალი წევრი; დოდო შონავა- ჟურნალისტი, აღმოსავლეთმცოდნე; სევა...
თელავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დასრულდება. დაგეგმილი საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 8,493,000 ლარია.
დაგეგმილი სამუშაოების ითვალისწინებს „წიწმატიანის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური წყალდენის პროექტირება-მშენებლობას. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტი 5 თვეში უნდა მოამზადოს, სამუშაოები კი 18 თვეში დაასრულოს.
დღეის მდგომარეობით „წიწმატიანის“ ტერიტორიაზე არსებული ყველა ნაგებობა ამორტიზებულია გარდა დრენაჟისა. „წიწმატიანის“ წყლის სათავე ნაგებობა 90-იანი...
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, მოაწერს თუ არა ხელისუფლება ოპოზიციის მიერ დღეს ხელმოწერილ „ქცევის კოდექსს“ ხელს, ის აბსოლუტურად ყველა შეთანხმებას არღვევს. როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება არჩევნებამდე შედეგების გაყალბებას უკვე ცდილობს.
„მიუხედავად იმისა, მოაწერს თუ არა მმართველი პარტია დოკუმენტს ხელს, ის აბსოლუტურად ყველა შეთანხმებას არღვევს და არჩევნებამდე უკვე ცდილობს შედეგების გაყალბება. თუმცა ჩვენ, ოპოზიცია ერთიანი ძალისხმევითა და უპრეცედენტო...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელის, ანა კობახიძის თქმით წლების განმავლობაში ,,ქართული ოცნების“ და სუს-ის თანამშრომლების მიერ შერჩეულ კომისიის წევრებს მორჩილებით აძლევენ ხმას საოლქო საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომლებიც თავად ამავე ფორმით არიან დანიშნული ცესკო-ს მიერ.
კობახიძის განცხადებით "ხმების დაცვის კომისიამ“ ხელი შეუშალა რამდენიმე საოლქო კომისიას, სადაც ჩუმად უნდა მომხდარიყო საუბნო კომისიის წევრების არჩევა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელს მიაჩნია,...
“ლელოს” მაჟორტირატი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია რუსთავში ჰაერის დაბიძურების საგანგაშო მაჩვენებელზე საუბრობს და პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას რუსთავის მაცხოვრებლების განზრახ მოტყუებაში ადანაშაულებს.
გეგელიას თქმით, რუსთავში ჰაერი საგანგაშო ნიშნულზეა. მმართველი გუნდის წარმომადგენლებს კი 8 წლის განმავლობაში ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
“სანამ პრემიერი გიორგი გახარია და „ქართული ოცნება“ რუსთაველებს ურცხვად ატყუებს, რომ მის მთავრობას დაბინძურებული ჰაერის პრობლემა აინტერესებს, მაშინ, როცა 8...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































