ქობულეთის სოფელ კონდიდის მოსახლეობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს

355

ბუნებრივი აირის, სასმელი წყლისა და გარეგანათების პრობლემებზე საუბრობენ ქობულეთში,  სოფელ კონდიდში მცხოვრებლები. სოფელში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახი კი აცხადებს, რომ ისინი 1 წელია ქირით ცხოვრობენ, რადგან კუთვნილი საცხოვრებელი მეწყრულ ზონაშია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ მოსახლეობა სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში მოსახლეობა ძირითადად ჩართული არ არის.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ წერილობით განმარტებას კონდიდის მცხოვრებლების მოთხოვნებთან დაკავშირებით მოგვიანებით გააკეთებენ.