„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქარელის მოსახლეობას ქარელი-ხაშურის ოლქში მაჟრიტარობის კანდიდატი ალექსანდრე ჩხიკვაძე წარუდგინა.
როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, ალექსი ჩხიკვაძე არის ადამიანი, რომლის საშუალებითაც ქარელის მუნიციპალიტეტის პრობლემები ყოველთვის იქნება საქართველოს პარლამენტის და ხელისუფლების დღის წესრიგში.
„არ დავუშვებთ მართალი ადამიანის დასჯას და მართალი ადამიანის დაჩაგვრას. ენდეთ ჩვენს ბრძოლას. იცით, რომ არასდროს არავის გავრიგებივართ თქვენს ზურგს უკან, არ გაგვიყიდია თქვენი ინტერესები და იცით, რომ თუ ვინმეს შეუძლია ქვეყანაში პრობლემების მოგვარება, ეს ნამდვილად მე და ჩემს გვერდით მყოფი ადამიანები ვართ.
ძალიან მნიშველოვანია, რომ თქვენი წარმომადგენელი საქართველოს პარალმენტში იყოს თქვენნაირი ადამიანი. ადამიანი, რომელიც თქვენ გვერდით ცხოვრობს და ძირითად დროს გაატერებს აქ, თქვენს გვერდით და დანარჩენ დროს თბილისში, ჩვენს გვერდით. მოიტანს თქვენს პრობლემებს, მაგრამ თქვენ თუ არასწორ არჩევანს გააკეთებთ, თქვენ აირჩევთ ბიზნესმენს, რომელიც შეიძლება ცუდი კაცი არც იყოს, ყველაზე ვლაპარაკობ და არა ერთ კონკრეტულზე, რომლის მთავარი ამოცანაც იქნება არა თქვენ გვერდით ყოფნა, იქნება ძირითადად თბილისში და არა ქარელში და მისი მთავარი ამოცანა იქნება საკუთერი ბიზნესის გადარჩენა და გაძლიერება. გადახედეთ, ვინ დააყენა „ქართულმა ოცნებამ“ ყველა რაიონში მაჟორიტარებად – დიდი ფულის მქონე ბიზნესმენები“,- განაცხადა ბურჯანაძემ.