6 თვე წყლის გარეშე – ბათუმში, აეროპორტის დასახლების მცხოვრებთა პრობლემა

348

6 თვე წყლის გარეშე – აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ მარტის შემდეგ წყალი აღარ მიეწოდებათ. სასმელ წყალს ყიდულობენ, სხვა მოხმარებისთვის კი კუსტარულად მოწყობილი საქაჩებით სარგებლობენ. მათი თქმით, ასეთი დაახლოებით 18 ოჯახია. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ სხვადსხვა უწყებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ბათუმის წყალში ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აბონენტები ჰყავთ.

აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეულის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ ამ დრომდე მოსახლეობა ე.წ. ძველი ქსელით სარგებლობს, წყალი სასმელად უვარგისია და წყლისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის დასრულებას უნდა დაელოდონ, რომელიც მომავალ წელს უნდა განხორციელდეს.