პარტიამ „სამართლიანობისთვის“ საარჩევნო სიის ათეული და მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატი წარადგინა

505

პარტიამ „სამართლიანობისთვის“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა, სადაც საარჩევნო სიის ათეული და მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატი წარადგინა.

საარჩევნო სიის ათეული და მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიის ლიდერმა, ეკა ბესელიამ წარადგინა. საარჩევნო სიის ათეულსა და მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის არიან:

იასე ზაუტაშვილი- იურისტი, ეკონომისტი; ჯავარა უგრეხელიძე – მედიცინის დოქტორი; ზაზა წერეთელი – მედიცინის დოქტორი, იურისტი, პოლიტსაბჭოს ახალი წევრი; თემურ რობაქიძე – ეკონომისტი, პოლიტსაბჭოს ახალი წევრი; დოდო შონავა- ჟურნალისტი, აღმოსავლეთმცოდნე; სევა ჯუღელი- დიპლომატი, ექიმი, მწერალი, პოლიტსაბჭოს ახალი წევრი; სოსო დარსაველიძე – ექიმი, სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი; ინგა მახარაძე -ოზურგეთი, ჩოხატაური ლანჩხუთის მაჟორიტარობის კანდიდატი; ლომიშვილი ნუგზარი – იურისტი, სამართალმცოდნე- გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი; კახა ცეცხლაძე – ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, პოლიტსაბჭოს ახალი წევრი; მირიან პაპუნიძე-ეკონომისტი – ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი; ქეთი ყრუაშვილი- პოლიტსაბჭოს ახალი წევრი.