"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ცესკოს საჩივრით მიმართა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
საჩივარში ნათქვამია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიას ადმინისტრაციული ერთეულის ფეისბუკგვერდზე განთავსებულია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის წინასაარჩევნო კამპანიის მხარდამჭერი პოსტები.
ორგანიზაციის განმარტებით, ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის 48- ე მუხლის პირველი ნაწილის გ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასარჩევნო კამპანიის პერიოდში იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების, ან თვითმმართველობის ორგანოებისთვის განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალების გამოყენება.
ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული...
Covid-19 პანდემიით შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს მუშაობას ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე.
გაერო-ს განვითარების პროგრამის და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, დაცულ ტერიტორიებზე ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი საინფორმაციო მანიშნებლების ქსელი მოეწყო.
საინტერპრეტაციო და საინფორმაციო სახის ნიშნულებით სრულად აღიჭურვა ვაშლოვანის, იმერეთისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიები. ლაგოდეხის, თუშეთისა და კოლხეთის დაცული ტერიტორიების ნიშნულებით აღჭურვის სამუშაოები...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი წინასაარჩევნო კამპანიისას გადახვევას და კოცნას არასასურველად მიიჩნევს. ამირან გამყრელიძემ ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ემოციები გასაგებია, თუმცა ის უნდა დავძლიოთ.
"არ არის სასურველი, ამ პერიოდში და საერთოდ არ არის სასურველი, უნდა გადავეჩვიოთ. გახსოვთ, გაზაფხულზე იყო ჩვენი მოწოდებები, არ ვკოცნიდით ერთმანეთს მაინცდამაინც და არ ვეხუტებოდით. შევიკავოთ თავი დღესაც. მესმის, გარკვეული ემოციური ფაქტორია, მაგრამ მოდით, დავძლიოთ ემოცია....
აჭარაში ეპიდსიტუაცია რამდენიმე დღეში დასტაბილურდება,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჯანდაცვის მინისტრთან და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელთან ერთად, განვიხილავთ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომელიც ემსახურება ეპიდვითარების დასტაბილურებას. არსებული პაციენტების მართვას. ამ ყველა პროცესში ჩართულია ყველა უწყება.
აჭარაში საწოლფონდი გაზრდილი არის, შესაბამისად ჩვენ დღის წესრიგში არ გვიდგას კრიტიკულად საწოლფონდის დეფიციტი. ამავე დროს ვიცით, რომ რიგი პაციენტები იმართება კოვიდ სასტუმროებში, ძირითადად ეს გახლავთ უსიმპტომო...
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სულ მალე, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის განხორციელებას დაიწყებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც უამრავ პრობლემას მოაგვარებს. პირველ რიგში კი, საცხოვრებელ პირობებს გაუუმჯობესებს ადგილობრივებს.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, არაერთხელ დაისვა კითხვა, თუ რა ალტერნატივები არსებობდა ამ ტერიტორიაზე გზის აშენების დაგეგმვისას და რა კონკრეტული კრიტერიუმებით შეირჩა ქვეშეთ-კობის ადგილი. ამ კითხვაზე დეტალურად პასუხი გზების დეპარტამენტის...
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმად, პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში, დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციისას, პირი ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ამავე კანონპროექტის თანახმად, თუ ამ ცვლილების ამოქმედებამდე, პირი პარლამენტის წევრობის კანდიდატად მხოლოდ ნარკოლოგიური ცნობის წარუდგენლობის გამო არ გატარდა საარჩევნო რეგისტრაციაში, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, ამ მუხლის ამოქმედებიდან 3 დღეში გაატაროს იგი საარჩევნო რეგისტრაციაში.
პროექტის მიხედვით,...
ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციამ ჩაატარა ყველა სკოლის მონიტორინგი. ჩვენი მხრიდან დადასტურებულია, რომელ სკოლაშია უსაფრთხო სწავლის გაგრძელება და ამის რეესტრი არსებობს. შესაბამისად განათლების სამინისტრო ამით ხელმძღვანელობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამინისტროს მთავარი მოტივაცია, დღეს ბავშვების ჩვეულ რეჟიმში, უსაფრთხოდ დაბრუნებაა.
„დღეისათვის საქართველოს სკოლების უმეტესობა უსაფრთხოა იმისათვის, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა განაგრძონ სწავლა უკვე საკლასო ოთახებში. ჩვენთვის დღეს...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თელავში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სადარბაზოების სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე თელავის მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო.
,,ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე და მათ ჯანმრთელობაზე, ამიტომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ დაიწყო მრავალსართულიანი ბინების სადარბაზოების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება. ასევე, მიმდინარეობს იმ ტრანსპორტის დამუშავება, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოძრაობს“, - განაცხადა შოთა...
ჩვენ კონტროლი გავაძლიერეთ და კიდევ უფრო გავაძლიერებთ, - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ჯანდაცვის სამინისტროსა და ეპიდემიოლოგებთან ერთად კორონავირუსის გავრცელების პრევენციაზე აქტიურად მუშაობს და რიგი ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია.
„საწოლფონდი უკვე არის გაზრდილი აჭარაში, შესაბამისად ჩვენ დღის წესრიგში არ გვიდგას კრიტიკულად საწოლფონდის დეფიციტი. ამავე დროს იცით, რომ რიგი პაციენტები იმართებიან კოვიდ-სასტუმროებში. ძირითადად ეს გახლავთ უსიმპტომო პაციენტები. და ამავე დროს აღვნიშნავ, რომ ჩვენ...
ნაძალადევის რაიონში, კიშინიოვის ქუჩაზე 5 000 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნებისა და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები ტრიბუნებით, ველობილიკი და ქვიშის მოედანი მოეწყობა; დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო ტრენაჟორები და დასასვენებელი პავილიონი. ასევე, შესრულდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა.
„ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ფეხბურთის ძველი, დაზიანებული...
მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად შექმნას დროებითი საგარანტიო მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს საკრედიტო ვალდებულების მომსახურების პრობლემა, მოახდინოს თავისი ვალდებულების რეფინანსირება მინიმუმ 6-თვიანი საშეღავათო პერიოდით.
"ეს მოგვაგებინებს დროს, რათა დავძლიოთ პანდემიის და სახელმწიფოს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ყველაზე რთული პირველი 6 თვე და მოქალაქეებს მივცეთ შანსი, გამოიყენონ, მათ ხელს არსებული მცირე...
პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, მათი პრემიერობის კანდიდატი, პარტიის ერთერთი ლიდერი ლევან იოსელიანი იქნება. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"ჩვენ თუ ღონივრად გავალთ პარლამენტში და ჩვენ ამისთვის ვიბრძვით, ჩვენი პრემიერობის კანდიდატი იქნება ჩვენი ერთერთი ლიდერი ლევან იოსელიანი". – თქვა ელისაშვილმა.
პარტია მოქალაქეების წევრი ლევან იოსელიანი, 2019 წელს კენჭს იყრიდა სამოქალაქო მოძრაობის სახელით მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად.
შსს ბათუმის შესასვლელსა და გასასვლელებში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტების განთავსების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბათუმსა და აჭარის ა/რ-ის სხვა მუნიციპალიტეტებს შორის მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.
„საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ბათუმის შესასვლელსა და გამოსასვლელებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების...
დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს ოთხ ამხანაგობას ავარიული საცხოვრებელი სახლის პრობლემა მოუგვარა. თბილისის მერიის ცნობით, პროექტებისთვის ჯამში, 716 879 ლარი გამოიყო.
მათივე ცნობით, ერთ-ერთი ასეთი პროექტი ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის N61-ში მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი სახლია, რომლის გამაგრების სამუშაოებიც უკვე დასრულდა.
„პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის აივნებს და შეიცვალა შენობაში არსებული დაზიანებული კარ-ფანჯარა.
შენობის კაპიტალური...
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს წერილს უგზავნის, სადაც აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში მოხალისეებს გამოგზავნის, რომლებიც შეუერთდებიან ეუთო-ს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის (ODIHR) მისიას.
პომპეო ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს რესპუბლიკურმა ინსტიტუტსა (IRI) და ეროვნულმა დემოკრატიულ ინსტიტუტთან ალტერნატიული გამოსავლის მოძიების მიზნით, რაც მათ საშუალებას მისცემს, დააკვირდნენ 31 ოქტომბრის არჩევნებს.
„ძვირფასო მინისტრო, მადლობას გიხდით...
„ევროპული საქართველოს“ ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი წერეთელის განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ ზესტაფონის ცენტრალური, აღმაშენებლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, თუმცა მალევე მიატოვა. წერეთლის თქმით, იგივე სიტუაციაა კვალითის დასახლებაშიც.
„წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება გააქტიურებულია, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, რაც თავისთავად ცუდი არ არის, თუმცა საარჩევნო პერიოდში ეს ბუნებრივია, იწვევს ბევრ კითხვას. მაგრამ გაცილებით უარესია, როცა რაღაც...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































