Covid-19 პანდემიით შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს მუშაობას ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე.
გაერო-ს განვითარების პროგრამის და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, დაცულ ტერიტორიებზე ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი საინფორმაციო მანიშნებლების ქსელი მოეწყო.