ჩვენ კონტროლი გავაძლიერეთ და კიდევ უფრო გავაძლიერებთ, – ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ჯანდაცვის სამინისტროსა და ეპიდემიოლოგებთან ერთად კორონავირუსის გავრცელების პრევენციაზე აქტიურად მუშაობს და რიგი ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია.
„საწოლფონდი უკვე არის გაზრდილი აჭარაში, შესაბამისად ჩვენ დღის წესრიგში არ გვიდგას კრიტიკულად საწოლფონდის დეფიციტი. ამავე დროს იცით, რომ რიგი პაციენტები იმართებიან კოვიდ-სასტუმროებში. ძირითადად ეს გახლავთ უსიმპტომო პაციენტები. და ამავე დროს აღვნიშნავ, რომ ჩვენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, დაყოვნებების ნაწილშიც გვაქვს აღმოფხვრილი ის ხარვეზები, რომლებიც იყო“, – განაცხადა მან.
მან მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისა და მობილობის შეზღუდვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში „რამდენიმე დღეში აუცილებლად ეს სიტუაცია დასტაბილურდება“.