დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი წინასაარჩევნო კამპანიისას გადახვევას და კოცნას არასასურველად მიიჩნევს. ამირან გამყრელიძემ ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ემოციები გასაგებია, თუმცა ის უნდა დავძლიოთ.
“არ არის სასურველი, ამ პერიოდში და საერთოდ არ არის სასურველი, უნდა გადავეჩვიოთ. გახსოვთ, გაზაფხულზე იყო ჩვენი მოწოდებები, არ ვკოცნიდით ერთმანეთს მაინცდამაინც და არ ვეხუტებოდით. შევიკავოთ თავი დღესაც. მესმის, გარკვეული ემოციური ფაქტორია, მაგრამ მოდით, დავძლიოთ ემოცია. არ არის საჭირო ერთმანეთის გადახვევა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.