რიჟვაძე: აჭარაში ეპიდსიტუაცია რამდენიმე დღეში დასტაბილურდება

576

აჭარაში ეპიდსიტუაცია რამდენიმე დღეში დასტაბილურდება,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჯანდაცვის მინისტრთან და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელთან ერთად, განვიხილავთ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომელიც ემსახურება ეპიდვითარების დასტაბილურებას. არსებული პაციენტების მართვას. ამ ყველა პროცესში ჩართულია ყველა უწყება.

აჭარაში საწოლფონდი გაზრდილი არის, შესაბამისად ჩვენ დღის წესრიგში არ გვიდგას კრიტიკულად საწოლფონდის დეფიციტი. ამავე დროს ვიცით, რომ რიგი პაციენტები იმართება კოვიდ სასტუმროებში, ძირითადად ეს გახლავთ უსიმპტომო პაციენტები.

ჩვენ კონტროლს კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.