კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თელავში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სადარბაზოების სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე თელავის მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო.
,,ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე და მათ ჯანმრთელობაზე, ამიტომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ დაიწყო მრავალსართულიანი ბინების სადარბაზოების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება. ასევე, მიმდინარეობს იმ ტრანსპორტის დამუშავება, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოძრაობს“, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
უახლოეს დღეებში დაგეგმილია სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით თელავის ყველა ცენტრალური ქუჩის დამუშავებაც.