„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებამ ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქმედითი და დროული ნაბიჯები უნდა გადადგას. მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ ხედვა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით ტურიზმის ინდუსტრიისთვის შეზღუდვების მოხსნას, გადასახდების დაწევას და საწვევზე აქციზის გადასახადის დაწევას ითვალისწინებს. „რომ დავითვალოთ, იანვარი-სექტემბრის განმავლობაში მინიმუმ 30 თეთრით არის გაუფასურებული ლარი. ამან დაარტყა იმ ადამიანებს, ვისაც სესხი ჰქონდა აღებული. კორონავირუსის პანდემიის და ეკონომიკის ძალიან მძიმე...
ამ ეტაპზე, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და შესაბამისად, მოქმედი რეგულაციების გარდა, დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, - ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე საუბრისას განაცხადა. ,,დღეის მდგომარეობით, დადასტურდა კოვიდინფიცირების 3 ახალი ფაქტი, სამივე შემთხვევა ტირძნისშია, ინფიცირებულები არიან ბავშვები. სამივე მათგანი გადაყვანილია სპეციალიზებულ კოვიდ კლინიკაში. დადგენილია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფთა ვინაობა და...
ქალაქ ამბროლაურში კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტი გარდამავალია და მისი ღირებულება 1 320 000 ლარს შეადგენს. მათი ცნობით, ქალაქის ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა გაზონებისა და ტროტუარების მოწესრიგებას, სანიაღვრე სისტემის მოწყობას, გარკვეული ადგილების ქვაფენილით მოპირკეთებას, ახალი ღობეების მშენებლობას და სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ითვალისწინებს. „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, კოსტავას ქუჩის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები...
წყალმომარაგება არის ის პრობლემა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო ქვეყანაში და სამწუხაროდ, რესურსების გადანაწილების თვალსაზრისით, სათანადო ყურადღება ვერ მიექცა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ვიცე-პრემიერის თქმით, ადმინისტრაციული ცენტრების პარალელურად, წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია პატარა ქალაქებსა და სოფლებშიც აქტიურად მიმდინარეობს. „2012 წლის ბიუჯეტში წყალმომარაგებაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან წელიწადში იხარჯებოდა 34 მლნ ლარი, დღეს კი ეს რიცხვი ბევრად მეტი, დაახლოებით...
როგორც პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ და მმართველმა გუნდმა, ჩვენ ვალდებული ვართ უზრუნველვყოთ ღირსეული ცხოვრების პირობები ყველგან და იცით, რომ ძალიან დიდ ინვესტიციებს ვდებთ, მათ შორის მთის განვითარებაშიც, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და ვალდებულებების შესრულების განუყოფელი ნაწილია, რაც ეკონომიკაზეც დადებითად აისახება. „რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პრაქტიკულად, მესამედი დროით...
ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულმა მოქალაქეებმა თბილისის საკრებულოსთან ზარალის კომპენსაციის მოთხოვნით აქცია გამართეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ისინი წლებია კომპენსაციას უშედეგოდ ელოდებიან და თუ კუთვნილ თანხას ვერ მიიღებენ, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმათავენ. „თუ პასუხი დადებითი არ იქნება , მაშინ იძულებულები ვიქნებით, რომ აქციებს მივმართოთ, გამოვაცხადოთ შიმშილობა. სხვა გზა არ გვაქვს, წლებია ველოდებით კომპენსაციას და დაკმაყოფილებულები არ ვართ. ჩვენ არ გვინდოდა მიტინგები,...
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიის არსებული საავტომობილო გზის 3.4 კმ-იანი (კმ3.5 – კმ7) მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სარეაბილიტაციო​ გზა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ, სოფელ ინგირის ტერიტორიაზე გადის. აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი დაზიანებულია, სავალი ნაწილი კი დეფორმირებული, რაც ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებს, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში. პროექტის შესაბამისად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. 3.4 კმ-იან მონაკვეთზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები, რკინა-ბეტონის...
პანდემიის გამო შენელებული სამშენებლო პროცესის გაფართოების შემდეგ, რიკოთის საუღელტეხილო გზის ოთხივე მონაკვეთზე 10 000-მდე ადამიანი დასაქმდება, საიდანაც 75-80% საქართველოს მოქალაქე იქნება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, 31 000 ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 94% საქართველოს მოქალაქეა. „რაც შეეხება რიკოთზე დასაქმებულ ჩვენი ქვეყნის 3 000 მოქალაქეს და 1000 უცხოელ სპეციალისტს,...
ისანში საპროტესტო აქცია იმართება. მოსახლეობამ გზა გადაკეტა, ისინი ბინების დაკანონებას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ისნის ოლქში, ხატია დეკანოიძე და "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებლის" წევრები. https://www.facebook.com/114735666574826/videos/559467294852366/  
ვაკის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში საკუთარი პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ტაციაზე მან მხარდამჭერებს სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ძალოვან უწყებებში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო. ხოშტარიამ ერთ-ერთ მთავარ საკითხად შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის დეცენტრალიზაცია დაასახელა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ხერხემალი არა შსს, არამედ კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები იქნება. "ფუნქციურად უნდა დავშალოთ სამი მონსტრი...
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი 1999 წლიდან და ახალქალაქის რაიონის მრავალგზის მაჟორიტარი, ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ საქართველოში არანაირი დემოკრატია არ არის და რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება. ამის შესახებ ტაბულა წერს. გუშინ, 16 სექტემბერს ღამით, ფინანსურმა პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა ენზელ მკოიანის ძმის კუთვნილ კომპანიაში, წაღებულია დიდი მოცულობით დოკუმენტაცია. მკოაიანი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ ამგვარად მას კანდიდატურის მოხსნას აიძულებენ. "ვერავითარ დემოკრატიას მე...
"ნაციონალური მოძრაობის"წევრი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია ამბობს, რომ საკუტარ თავს ვერ ხედავს გუნდში, რომელშიც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი იქნება. "ჩემი აზრი არის შემდეგი: ვანო მერაბიშვილმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყანაში მაშინ, როდესაც აბსოლუტურად განუკითხაობა იყო და ყაჩაღებისა და კრიმინალების ბოგინი იყო და ამას ვაფასებ. მაგრამ იმასაც ვაძლევ შეფასებას, რომ ბევრი რამ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, იყო...
პარტია „მოქალაქეების" პრემიერობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ლევან იოსელიანი ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერი იქნება. „თუ ჩვენი ხმები იქნება გადამწყვეტი და გააჩნია როგორი მოცემულობა იქნება პარლამენტში, ლევან იოსელიანი იქნება პრემიერობის კანდიდატი. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერი იქნება. ასეთი წესიერი, გაწონასწორებული, დინჯი, კვალიფიციური და კარგი მენეჯერი არ არის საქართველოში, ღრმად ვარ...
"ნაციონალური მოძრაობის" სამგორის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ, 17 სექტემბერს, გვიან ღამით სამგორის საარჩევნო შტაბი დაარბიეს. შემთხვევა დაახლოებით ღამის 2 საათზე აფრიკის დასახლებაში მოხდა. ხაბეიშვილის განცხადებით, მინიმუმ ორმა შენობას აგურები ესროლა, შუშები ჩაამტვრია და გაიქცა, არიან თვითმხილვეებიც. „დაარბიეს სამგორის საარჩევნო შტაბი, რომელიც მდებარეობს აფრიკის დასახლებაში. ჩალეწეს მინები, დააზიანეს ბანერები. შუაღამის 2 საათზე მოხდა შემთხვევა და თვითმხილველები ამბობენ, რომ 2...
„ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ანა ბიბილაშვილი ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ტყიბულში მეშახტეებს შეხვდნენ და იქ არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. შეხვედრისას მამუკა ხაზარაძემ ტყიბულის მეშახტეების სამუშაო პირობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მეშახტეების შრომის უსაფრთხოების პირობები მინიმუმამდეა დასული, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. „ლელოს“ თავმჯდომარემ ტყიბულის საწარმოს გაუმართაობაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მისი ახალი და გამართული ტექნოლოგიებით აღჭურვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „სერიოზული ახალგაზრდა პროფესიონალებითა და კონკრეტული გეგმით ვართ...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს მცხოვრებლებმა სასმელ წყალში ფეკალური მასები იპოვეს. ადგილობრივები სასმელი წყლის უხარისხობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა ამჯერად მათ ლაბორატორიული დასკვნაც აქვთ, რომლის მიხედვით, წყალი ბაქტერიებითა სავსე და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ამ თემაზე სიუჟეტს მთავარი ავრცელებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელი წყლით ხშირად იწამლებიან ბავშვები. მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემების მოგვარება რამდენჯერმე სთხოვა, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივებს დღეს "ენმ"-ს წევრები შეხვდნენ. ინფორმაციისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტმა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ