ვაკის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში საკუთარი პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
ტაციაზე მან მხარდამჭერებს სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ძალოვან უწყებებში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო.
ხოშტარიამ ერთ-ერთ მთავარ საკითხად შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის დეცენტრალიზაცია დაასახელა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ხერხემალი არა შსს, არამედ კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები იქნება.
“ფუნქციურად უნდა დავშალოთ სამი მონსტრი – შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროკურატურა. ჩვენი ქვეყნის ხერხემალი არასდროს იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი, ჩვენი ქვეყნის ხერხემალი იქნება კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ჩვენ ასევე ტერიტორიული ერთეულების მიხედვით უნდა ავირჩიოთ პოლიცია, რომელიც იქნება იძულებული, ემსახუროს ხალხს, იმ ადამიანებს, ვინც მათ აირჩევს და არა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ეს მრავალმხრივი დეცენტრალიზაცია ჩვენ მოგვცემს პოლიციას, რომელიც ერთი მხრივ იქნება შეუპოვარი კრიმინალთან ბრძოლაში და მეორე მხრივ დაიცავს ადამიანის უფლებებს”, – განაცხადა ხოშტარიამ.
ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა სასამართლო რეფორმაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ უნდა შეიქმნას იმგვარი ინსტიტუციური გარანტიები, რომელიც პოლიტიკოსების მიერ ე.წ. კლანების შექმნას შეუძლებელს გახდის.
“უნდა დაიშალოს კლანი და არა მარტო არსებული, არამედ უნდა შეიქმნას ისეთი ინსტიტუციური გარანტიები, რომ ვერცერთი პოლიტიკოსი ვეღარ შექმნის მსგავს კლანს, რომელიც აზის ადამიანებს თავზე. უნდა გაფართოვდეს ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი. სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ბიზნესსა და სახელმწიფო შორის დავებში უნდა მივიღოთ ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების პრეცედენტი. პირველ ინსტანციაში მოხდება მოსამართლეების არჩევა და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გადაწყვიტონ – უნდა, რომ მათი საქმე განიხილოს არჩეულმა მოსამართლემ, თუ დანიშნულმა”, – განაცხადა ელენე ხოშტარ