ბოკერია: ხელისუფლებამ ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქმედითი და დროული ნაბიჯები უნდა გადადგას

394

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებამ ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქმედითი და დროული ნაბიჯები უნდა გადადგას.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ ხედვა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით ტურიზმის ინდუსტრიისთვის შეზღუდვების მოხსნას, გადასახდების დაწევას და საწვევზე აქციზის გადასახადის დაწევას ითვალისწინებს.

„რომ დავითვალოთ, იანვარი-სექტემბრის განმავლობაში მინიმუმ 30 თეთრით არის გაუფასურებული ლარი. ამან დაარტყა იმ ადამიანებს, ვისაც სესხი ჰქონდა აღებული. კორონავირუსის პანდემიის და ეკონომიკის ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყოფნის დროს ეს არის უმძიმესი ვითარება ადამიანებისთვის. მათთვის, ვისაც თუნდაც გადაუვადეს სესხები, არ გამქრალა ეს პრობლემა და ისევ მწვავედ დგას ეს საკთხი. იმპორტირებულ საქონელზე ფასების ავარდნამ მყისიერად იმოქმედა საშუალო კლასსა და გაჭირვებულებზე. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი დათვლილი გეგმა, რა უნდა მოხდეს როგორც საშემოსავლო გადასახადზე, ისე დღგ-სა და აქციზზე. შემდეგი არის ტურტულ ინდუსტრიასთან მიმართებით გადადგმული კატასტროფული ნაბიჯები, როცა უსაფრთხო ქვეყნებიდანაც არ არის გახსნილი მოგზაურობის შესაძლებლობა საქართველოში. ამ მძიმე ვითარებაში როცა ამას აკეთებ, ამით ამცირებ დოლარის შემოსვლას ქვეყანაში, რაც ეკონომიკური კრიზისის ფონზე უშუალო მიზეზია იმის, რაც ხდება ლართან მიმართებით. ჩვენ არ გვჯერა, რომ ივანიშვილის მთავრობას აქვს პოლიტიკური ნება იმისი, რომ ეს ნაბიჯები გადადგას დღეს. ეს ცვლილებები არის აუცილებელი და თუ ივანიშვილის მთავრობა ამას ახლა არ გააკეთებს, ეს უნდა გაკეთდეს მათი დამარცხების შემდეგ“, – განაცხადა ბოკერიამ.