ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულმა მოქალაქეებმა თბილისის საკრებულოსთან ზარალის კომპენსაციის მოთხოვნით აქცია გამართეს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ისინი წლებია კომპენსაციას უშედეგოდ ელოდებიან და თუ კუთვნილ თანხას ვერ მიიღებენ, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმათავენ.
„თუ პასუხი დადებითი არ იქნება , მაშინ იძულებულები ვიქნებით, რომ აქციებს მივმართოთ, გამოვაცხადოთ შიმშილობა. სხვა გზა არ გვაქვს, წლებია ველოდებით კომპენსაციას და დაკმაყოფილებულები არ ვართ. ჩვენ არ გვინდოდა მიტინგები, ავიყვანეთ ადვოკატი და გვინდოდა ჩვენ, დაზარალებულებს კუთვნილი თანხა მიგვეღო, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა და უკვე მივედით ბოლო სტადიამდე“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.