ფეკალიები სასმელ წყალში – ქობულეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

716

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს მცხოვრებლებმა სასმელ წყალში ფეკალური მასები იპოვეს. ადგილობრივები სასმელი წყლის უხარისხობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა ამჯერად მათ ლაბორატორიული დასკვნაც აქვთ, რომლის მიხედვით, წყალი ბაქტერიებითა სავსე და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ამ თემაზე სიუჟეტს მთავარი ავრცელებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელი წყლით ხშირად იწამლებიან ბავშვები.

მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემების მოგვარება რამდენჯერმე სთხოვა, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივებს დღეს “ენმ”-ს წევრები შეხვდნენ.

ინფორმაციისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ბოლო 6 წლის განმავლობაში სასმელი წყლის პრობლემების მოსაგვარებლად 35 მილიონი დახარჯა, თუმცა პრობლემები ისევ მოუგვარებელია.