ამბროლაურში კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

893

ქალაქ ამბროლაურში კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტი გარდამავალია და მისი ღირებულება 1 320 000 ლარს შეადგენს.

მათი ცნობით, ქალაქის ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა გაზონებისა და ტროტუარების მოწესრიგებას, სანიაღვრე სისტემის მოწყობას, გარკვეული ადგილების ქვაფენილით მოპირკეთებას, ახალი ღობეების მშენებლობას და სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ითვალისწინებს.

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, კოსტავას ქუჩის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.