მთაწმინდის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. გზის სავალ ნაწილზე 2 700 კვ. მ. ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური.
მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო.
„თამარ მეფის ქუჩაზე რთული მდგომარეობა იყო. მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ახლა კი, მოწესრიგებული...
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძისა და ნინო ჩხეტიას მიერ ინიცირებული კანონის პროექტი ბიუროს 25-ე სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.
,,ბიუროს წევრებმა ასევე განიხილეს და ცნობად მიიღეს ინფორმაცია...
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი დისტანციური დაკვირვების დაწყების შესახებ განაცხადა.
NDI-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia Election Watch) მიგნებებსა და რეკომენდაციებს დაეფუძნება და საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება.
„NDI-ს ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს. ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს შეისწავლიან, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე,...
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რვა სოფელში, საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში, ქართული წიგნების მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
19-20 სექტემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე და მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ წარმომადგენლები ახალქალაქის სოფლებში: დიდ სამსარში, პატარა სამსარში, კარწახში, სულდაში, ბოზალში, დადეშში, მერენიასა და იხტილაში იმყოფებოდნენ.
დასახლებებში არსებულ სკოლებში მათ მცირე ქართული ბიბლიოთეკები მოაწყეს.
საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში ქართული წიგნები ეტაპობრივად ჩააქვთ ახალქალაქის სხვადასხვა...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანში გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა.
ტრენაჟორების შესასყიდად ადგილობრივ ხელისუფლებას 14 500 ლარი აქვს გათვალისწინებული.
დოკუმენტაციის მიხედვით, ფლავისმანში 10 დასახელების ტრენაჟორი მოეწყობა.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ტრენაჟორების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა მოახდინოს. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდის მიხედვით, ტრენაჟორების მომწოდებელმა კომპანიამ, მისი მონტაჟიც უნდა უზრუნველყოს.
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ მათ პარტიულ ღონისძიებებზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, როგორც "რიგითი მოქალაქეები" ისე ესწრებიან. ამის შესახებ ფორმულანიუსი წერს.
"ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათაც აქვთ თავიანთი ხედვა ამ თუ იმ საკითხზე, როგორც რიგით მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი, ეს იქნება სასულიერო პირი, ბიზნესმენი, თუ სხვა დარგის წარმომადგენელი, არის ამ ქვეყნის მოქალაქე, მათ აქვთ...
"ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე ხელსიუფლების დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და კორუფციაზე საუბრობს.
ირაკლი აბესაძის თქმით, ხელისუფლებამ რვა წლის განმავლობაში დატოვა მრავალი დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტი, მოიპარა ათეულობით მილიონი ლარი და ახლა პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას სთხოვს, კვლავ მიეცეთ შანსი განახორციელონ ინფრასტრუქტურული პროექტები.
აბესაძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა უპასუხისმგებლობა, უტიფრობა და კორუფცია, რის შეცვლასაც სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები.
„ქართული ოცნება აგრძელებს საზოგადოების უტიფრად მოტყუების, თვალში ნაცრის შეყრის...
"საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი საქართველო გვინდა", — ეს სიტყვები პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საჩხერეში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას წარმოთქვა.
"დღეს, ჩვენ ბევრს დავდივართ სხვადასხვა რეგიონებში, ბევრს ვმოგზაურობთ, ბევრ გეგმაზე ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებთან და საჩხერეს ერთი რამ განასხვავებს ყველასგან, საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი საქართველო გვინდა რომ დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში პირდაპირი წვლილია ბიძინა ივანიშვილის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ...
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, კოალიციური მთავრობის საჭიროებას ვერც თავად ხედავს.
მისი თქმით, ერთადერთი ძალა, რომელსაც არჩევნებში გამარჯვება შეუძლია, ქართული ოცნებაა.
"ზოგადად მაგაში ვეთანხმები, არც მე არ მჯერა კოალიციური მთავრობის და დღეს ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. დღეს პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ...
გიორგი ვაშაძემ ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში ქუთაისის განვითარების სტრატეგია წარადგინა.
მისი თქმით, "ქუთაისი უნდა იყოს დასავლეთ საქართველოს და ზოგადად ქვეყნის განვითარების ავანგარდში და ამიტომ წარადგენს სტრატეგიას ქუთაისის ავანგარდის დასახლებაში".
ვაშაძის გეგმა მოიცავს:
დრაივ მუზეუმ მედეას შექმნას;
საპარლამენტო დედაქალაქის ქუთაისში დაბრუნებას;
ინდუსტრიული პარკის შექმნას ქუთაისში, ავანგარდში. იქ, სადაც საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა მიკროსქმების, მიკროჩიპების წარმოება, რომელიც მთელ მსოფლიოში ახლა არის ყველაზე სწრაფად მზარდი. სამწუხაროდ, აქ ყველაფერი გაჩერებულია,...
ხარაგაულის ქუჩები, ადმინისტრაციული შენობები, სკოლები, ბაღები ეტლით მოსარგებლეთათვის ადაპტირებული არ არის. ხარაგაულში პანდუსი მხოლოდ სოციალური მომსახურების სამსახურისა და ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობებს აქვს; ბიბლიოთეკას – მხოლოდ პირველ სართულზე; მეორე სართულზე ასვლა კი ეტლით მოსარგებლისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამ თემაზე სტატიას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხზე ნაკლებად ზრუნავენ. ინდიფერენტულია საზოგადოებაც. ხშირად ვიმეორებთ, რომ „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“. ეს უცილობლად ასეა,...
„ევროპული საქართველო“ ზუგდიდის საოლქო კომისიას საუბნო საარჩევნო კომისიის ნეიტრალურ წევრებად მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირების დანიშვნაში ადანაშაულებს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები #67-ე საოლქო კომისიას „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამატებით საარჩევნო შტაბად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ უბნებში კომისიის წევრებად, ძირითადად, სკოლის დირექტორები და თვითმმართველი ორგანოების თანამშრომლები არიან არჩეულები. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ძირითადად სკოლის...
ზუგდიდის შემოსასვლელში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, შაბათს, 19 სექტემბერს. მათი უკმაყოფილების მიზეზი ნაგავსაყრელზე არსებული ანტისანიტარიაა. შეკრებილებმა რამდენიმე წუთით გზაც გადაკეტეს და "ზუგდიდდასუფთავების" მანქანები არ გაატარეს. მათი მოთხოვნაა ნაგავსაყრელის გადატანა სხვა ადგილას, ან მისი მოწესრიგება იქ, სადაც არის. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ნაგავსაყრელის და მის ირგვლივ პერიმეტრის სპეციალური ხსნარით დამუშავება საკმარისად არ ხდება და აქ ძაღლები...
გუბაზ მეფის ქუჩაზე გზის შეკეთების და ჯანაშიას ქუჩზე ბავშვთა სათამაშო მოედნის მოწყობის მოთხოვნით მოქალაქეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
ქუჩის მცხოვრებლებმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგლომლობისთვის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან" მოქმედ სამოქალაქო საბჭოს მიმართეს, მათ კი თავის მხრივ, მოსახლეობის განცხადება მერიას მიაწოდეს.
მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მუშაობენ რესურსის მოძიებაზე, რათა მოხდეს კონკრეტული გზის რეკონსტრუქცია. რაც შეეხება საბავშვო მოედანს, მოქალაქეებს ურჩევენ,...
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კვირიკე-კვირიკეს მეურნეობის და ბობოყვათი-კვირიკაული-კონცელიძეების მიმართულებით ასფალტბეტონის საფარი მოწყობა დასრულა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ჯამში, კეთილმოეწყო 3 ათას 777 მეტრიანი მონაკვეთი. სავალ ნაწილთან ერთად, მოეწყო სხვადასხვა ტიპის დამცავი ხელოვნური ნაგებობა. ორივე რეაბილიტირებული გზით 350 ოჯახი ისარგებლებს.
აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატებს, არჩევნებამდე, ნარკოლოგიური შემოწმების გავლა აღარ ევალებათ. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
შესაბამისი დოკუმენტი, მათ არჩევნების შემდეგ უნდა წარადგინონ. დავით გაბაიძის თქმით, ამ გადაწყვეტილებით, წინასაარჩევნო პერიოდში, თავიდან აირიდებენ რიგებს სამედიცინო დაწესებულებებთან.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































