გზის შეკეთების და საბავშვო მოედნის მოწყობის მოთხოვნით მოქალაქეებმა ზუგდიდის მერიას მიმართეს

940

გუბაზ მეფის ქუჩაზე გზის შეკეთების და ჯანაშიას ქუჩზე ბავშვთა სათამაშო მოედნის მოწყობის მოთხოვნით მოქალაქეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

ქუჩის მცხოვრებლებმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგლომლობისთვის “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან” მოქმედ სამოქალაქო საბჭოს მიმართეს, მათ კი თავის მხრივ, მოსახლეობის განცხადება მერიას მიაწოდეს.

მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მუშაობენ რესურსის მოძიებაზე, რათა მოხდეს კონკრეტული გზის რეკონსტრუქცია. რაც შეეხება საბავშვო მოედანს, მოქალაქეებს ურჩევენ, ხელახლა მიმართონ პროექტით, „სამოქალაქო ბიუჯეტით“ დაფინანსების მოთხოვნით.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ქალაქ ზუგდიდში 48 გზა რეაბილიტირდება. პარარელულად მიმდინარეობს წყალარინებისა და წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაზიანებული გზების რეაბილიტაცია. რაც შეეხება გუბაზ მეფის ქუჩას, მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს დამატებითი რესურსის მოძიებაზე, რათა მოხდეს კონკრეტული გზის რეაბილიტაცია. ჯანაშიას ქუჩაზე არსებულ საბავშვო მოედანთან დაკავშირებით, ამ ქუჩის მაცხოვრებლებს აქვთ შესაძლებლობა, შემოიტანონ პროექტი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში. სამოქალაქო ბიუჯეტით ზუგდიდის მერია მიმდინარე წელს 25 პროექტს განახორციელებს, რომლისთვისაც 1 მილიონი ლარია გამოყოფილი“, – აცხადებენ ზუგდიდის მერიაში.