“დრაივ მუზეუმი მედეა, IT ქალაქი” – ვაშაძემ ქუთაისის განვითარების სტრატეგია წარადგინა

549

გიორგი ვაშაძემ ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში ქუთაისის განვითარების სტრატეგია წარადგინა.

მისი თქმით, “ქუთაისი უნდა იყოს დასავლეთ საქართველოს და ზოგადად ქვეყნის განვითარების ავანგარდში და ამიტომ წარადგენს სტრატეგიას ქუთაისის ავანგარდის დასახლებაში”.

ვაშაძის გეგმა მოიცავს:

  • დრაივ მუზეუმ მედეას შექმნას;
  • საპარლამენტო დედაქალაქის ქუთაისში დაბრუნებას;
  • ინდუსტრიული პარკის შექმნას ქუთაისში, ავანგარდში. იქ, სადაც საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა მიკროსქმებისმიკროჩიპების წარმოება, რომელიც მთელ მსოფლიოში ახლა არის ყველაზე სწრაფად მზარდი. სამწუხაროდ, აქ ყველაფერი გაჩერებულია, ავანგარდის დასახლება იქნება ავანგარდის ავანგარდში, როცა აქ აღვადგენთ მიკროტექნოლოგიების წარმოების ინდუსტრიულ პარკს;
  • IT ქალაქი – მინდა, რომ ჩემს ნაცნობ აიტი კომპანიებთან ერთად გავაკეთო აიტი ქალაქი ქუთაისში. ეს მისცემს ახალგაზრდა თაობას სრულად ხვა დასაქმების შესაძლებლობას. ეს ნიშნავს იმ თანამედროვე პროდუქტების წარმოებას, რომელიც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, იყოს რეგიონის ტექნოლოგიური დედაქალაქი. Microsoft, Facebook, google და ა.შ, მათი ოფისები უნდა იყოს საქართველოში. სტრატეგია აღმაშენებელი პირობას გაძლევთ, რომ ვიქნებით ტექნოლოგიური განვითარების ავანგარდში.
  • ძველი ქუთაისის რეაბილიტაცია და ახალი ქუთაისის გაშემება აეროპორტის მიმართულებით ახალი ქუთაისის, რომლის ბოლოშიც იქნება დრაივ მუზეუმი მედეა.
  • მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის გაკეთება პარლამენტთან ახლოს, ის უმასპინძლებს საერთაშორისო ტურნირებს.
  • სწრაფი სამგზავრო მატარებელი თბილისი-ქუთაისი, ქუთაისი-ბათუმიქუთაისი-ზუგდიდი;
  • პირდაპირი რეისები ქუთაისიდან.
  • უნდა შემოვიყვანოთ 10 ბრენდული სასტუმრო ქუთაისში.
  • დიდი გასართობი პარკი, ე.წ დისნეილენდი.

პრეზენტაციას სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებთან ერთად პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატი ანდრო ლოსაბერიძეც დაესწრო. პარტიამ ლოსაბერიძემ კანდიდატად გუშინ, 20 სექტემბერს წარადგინა.