გორის სოფელ ფლავისმანში ტრენაჟორები მოეწყობა

902

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანში გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა.

ტრენაჟორების შესასყიდად ადგილობრივ ხელისუფლებას 14 500 ლარი აქვს გათვალისწინებული.

დოკუმენტაციის მიხედვით, ფლავისმანში 10 დასახელების ტრენაჟორი მოეწყობა.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ტრენაჟორების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა მოახდინოს. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდის მიხედვით, ტრენაჟორების მომწოდებელმა კომპანიამ, მისი მონტაჟიც უნდა უზრუნველყოს.