შუახევის მერიის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მერიის ინფორმაციით, ყველა პირი, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა თვითიზოლაციაშია გადაყვანილი, მათ ტესტირება ჩაუტარდათ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მერიის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა. შუახევის მერია ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით განაგრძობს. დღეს, 22 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 218 შემთხვევა გამოვლინდა. სულ დადასტურებული შემთხვევაა - 3913, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1574, გარდაცვლილი - 22. 
სასტუმრო „თბილისი რუმსში“ ევროპის საბჭოსა და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის „თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერება“ გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა დაესწრნენ. მაია ბითაძის განცხადებით, ევროსაბჭოს დახმარებით, საპილოტე პროექტი, რომელიც საქალაქო პარკების მშენებლობის დროს საზოგადოების ჩართულობას ითვალისწინებს, წარმატებით განხორციელდა. „ახლა იქმნება მუდმივი პლატფორმა. ეს არის პირველი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც გარემოსდაცვითი...
წინა სტატია „ევროპული საქართველო“ პრემიერმინისტრობის კანდიდატს უახლოეს დღეებში დაასახელებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა. „უახლოეს პერიოდში ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის გაფორმდება მემორანდუმი, რომ არ შეუქმნის არანაირ კოალიციას სამათავრობო უმრავლესობას, ბიძინა ივანიშვილსა და ოლიგარქიას. ამაზე ვმუშაობთ. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობას, ეს უნდა გადაწყდეს 31 ოქტომბრის შემდეგ იმ საპარლამენტო ძალთა კონსულტაციების შედეგად, რომლებიც ივანიშვილის მოსაცილებლად უმრავლესობის შეგროვებას შეძლებენ, მაგრამ ამ ეტაპზე თითქმის...
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, დღეიდან „ევროპული საქართველო“ მოსახლეობას დაურიგებს ვალდებულებათა ბარათებს, თუ რისი შესრულების ვალდებულებას იღებს პარტია. დავით ბაქრაძის თქმით, ეს არ არის მხოლოდ დაპირება და „ევროპული საქართველო“ ხელშეკრულებას დებს მოქალაქეებთან, სადაც ყველა ვალდებულებაზეა საუბარი. დავით ბაქრაძის თქმით, ვალდებულებათა ბარათი და ხელშეკრულება ხალხთან ნათლად აჩვენებს, თუ რას უნდა დაუჭიროს მოსახლეობამ მხარი ოქტომბრის არჩევნებზე და ვის უნდა მოსთხოვოს პასუხი,...
საერთაშორისო რესპულიკური ინსტიტუტის (IRI) ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მისიის ტექნიკური შეფასების გუნდის ჩამოვა და 31 ოქტომბრის არჩევნებს შეაფასებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეფასების მისია საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე ჩამოდის. "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI)დაახლოებით 25 წელია საქართველოს პარტნიორია და ბოლო ათწლეულის მანძილზე განახორციელა თითქმის ყველა არჩვნების მონიტორინგი და შეფასება. ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე საჯარო სკოლებში დირექტორთა დანიშვნისა და პედაგოგების სამსახურიდან გაშვების მწვავე საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივით არჩვენებამდე საჯარო სკოლებში ძირეული ცვლილებები მიმდინარეობს, ახალი დირექტორთა გამოცდებისა და დანიშვნის პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება. ამასთან, მისი თქმით, მოსალოდნელია მოქმედმა დირექტორებმაც თანამდებობა დატოვონ. „საზოგადოებისთვის ცნობილია, კოვიდ-19 პანდემიის გამო დირექტორთა სასერთიფიკაციო გამოცდები გადაიდო. გამოცდაზე რეგისტრირებული 2244 დირექტორობის მსურველი კვლავ მოლოდინის...
"ქართული ოცნებიდან” ოპოზიციაში გადასული კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები დღეს კიდევ 20-მდე მოქალაქემ დატოვა.  წალკაში მცხოვრებმა ვაჟა დავლაძემ „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ოქრიაშვილს “ნაცმოძრაობასთან” გაერთიანების გამო  მხარს აღარ დაუჭერს, რადგან მათთვის “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობაში დაბრუნება, ნიშნავს იმ დროში დაბრუნებას, სადაც შიშით ცხოვრობდნენ. მისი თქმით, “ნაცების” დროს არ არსებობდა სიტყვის თავისუფლება და მოქალაქეებზე სისტემატური ზეწოლა ხდებოდა. „ადამიანს, რომელიც ერთი-პარტიიდან მეორეში გადავა,  ...
შემდეგი სტატია სააგიტაციო მასალების დაზიანების ფაქტი დაფიქსირდა ხაშურში. გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატი ხაშურის, ქარელისა და გორის ოლქში ნატო ჩხეიძე აცხადებს, რომ გასულ ღამეს მისი საარჩევნო პლაკატები ხაშურის რამდენიმე ქუჩაზე დააზიანეს და ჩამოხიეს. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ნატო ჩხეიძის შტაბმა „საქართველოს მედია-კლუბს“ მიაწოდა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის შტაბის ცნობით, ჯამში 2 000-მდე საარჩევნო პლაკატია დაზიანებული, რაც კოორდინირებულ მუშაობაზე მიუთითებს. პლაკატები ჩამოხეულია:...
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობა იწყება, პროექტი კი სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 4 წელიწადში დასრულდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტი მოიცავს 23 კმ სიგრძის, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობასა და 1 ხიდის რეაბილიტაციას, ასევე, საცალფეხო გადასასვლელების, საფეხმავლო ბილიკების, ქვეითთა/პირუტყვთა გადასასვლელებსა და სხვ. მათივე ცნობით, პროექტის საერთო ღირებულება 1.240 მილიარდი ლარია. სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების...
როგორც ჩანს, სექტემბერ-ოქტომბერი კიდევ უფრო ცხელი იქნება და პოლიტიკური ტემპერატურა უფრო მაღლა აიწევს, ამის ნიშნები უკვე ჩანს, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძემ წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველა პარტიის ვალდებულებაა, რომ წინასაარჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდეს. „ძალადობრივი შემთხვევები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ან ხელის შეშლა წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში, ყოველთვის აზიანებს თავად წინასაარჩევნო გარემოს და ძაბავს სიტუაციას. წინასაარჩევნო...
„ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ე.წ. ვალდებულებათა ბარათის გარდა, ისინი ორ პოლიტიკურ ვალდებულებასაც იღებენ, რომ არ ითანამშრომლებენ „ქართულ ოცნებასთან" და პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ. სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე სხვა პოლიტიკურ ძალებსაც ანალოგიური ვალდებულებების აღებისკენ მოუწოდა. „ჩვენი კამპანია მდგომარეობს იმაში, რომ მოხალისეებთან, აქტივისტებთან, ისევე როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად ვალდებულებათა ბარათი რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მივიტანოთ. გარდა ამისა, ორ სხვა ვალდებულებასაც...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. შიდა გზის რეაბილიტაცია რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 710 864 ლარი შეადგინა. მაწიმის შიდა გზის რეაბილიტაციის 1-ელი ეტაპი 2019 წელს დაიწყო, წელს კი სამუშაოების შესრულების მეორე ეტაპი განხორციელდა. როგორც მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, მაწიმში საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდა. ჯამურად, 2 806 გრძ. მეტრი გზის მონაკვეთს ჩაუტარდა სრული...
ჩვენი ქვეყანა არ არის მზად შეეგუოს იმ ზიანს, რომელიც ოკუპაციით მიადგა ადამიანის სიცოცხლესა და უფლებებს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი რანგის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გლობალური საფრთხეები "გვაიძულებენ ახლებურად შევხედოთ ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს საზოგადოებასა და მმართველობის სისტემებში არსებულ პრაქტიკებს". „გაერო, 75 წლისთავის აღნიშვნის პარალელურად, გზაჯვარედინზე დგას: გლობალური საფრთხეები...
ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ცივზე ახალი ხიდი აშენდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული ხიდი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა. არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანსპორტო მოთხოვნებს. ახალი ხიდის მშენებლობაზე 612 ათასი ლარი დაიხარჯა. სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე მოქალაქეები დროებითი სახიდე გადასასვლელით სარგებლობდნენ. ინფრასტრუქტურული პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა.
2020 წლის 5 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება დაიწყება. სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი წარმატებული პროგრამის„აწარმოე საქართველოში”  ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და საგრანტო პროგრამის გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა კი 20 პროცენტის ნაცვლად 10 პროცენტია, მაღალმთიან რეგიონებში კი ხუთი პროცენტი. როგორც სააგენტოში აცხადებენ,...
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში მისი პარტია მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც კაპანაძე აცხადებს, „ევროპული საქართველო“ საარჩევნო პერიოდში მომხდარ დარღვევებზე რეაგირებას თვითონ მოახდენს, მათ შორის განახორციელებს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას. „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას არ მიიღებს უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში, ეს არის ის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული, ღვარძლიანი და ბოღმიანი სახე, ქალბატონი წულუკიანი, რომელიც ამ კომისიასაც და სხვა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ