„ევროპული საქართველო“ პრემიერმინისტრობის კანდიდატს უახლოეს დღეებში დაასახელებს

483

წინა სტატია

„ევროპული საქართველო“ პრემიერმინისტრობის კანდიდატს უახლოეს დღეებში დაასახელებს.

ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

„უახლოეს პერიოდში ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის გაფორმდება მემორანდუმი, რომ არ შეუქმნის არანაირ კოალიციას სამათავრობო უმრავლესობას, ბიძინა ივანიშვილსა და ოლიგარქიას. ამაზე ვმუშაობთ. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობას, ეს უნდა გადაწყდეს 31 ოქტომბრის შემდეგ იმ საპარლამენტო ძალთა კონსულტაციების შედეგად, რომლებიც ივანიშვილის მოსაცილებლად უმრავლესობის შეგროვებას შეძლებენ, მაგრამ ამ ეტაპზე თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალას პრემიერ-მინისტრობის თავისი კანდიდატი ჰყავს, ან ფიქრობს დასახელებაზე. აქაც ვერ ვხედავ ვერანაირ დანაშაულს. ყველა პარტია მოწოდებულია, რომ მოახდინოს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, მათ შორის პიროვნულ ფაქტორზეც. ჩვენ ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა გვეყოლება და ამ დღეებში დავასახელებთ“, – განაცხადა კაპანაძემ.