ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ცივზე ახალი ხიდი აშენდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული ხიდი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა.
არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანსპორტო მოთხოვნებს. ახალი ხიდის მშენებლობაზე 612 ათასი ლარი დაიხარჯა. სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე მოქალაქეები დროებითი სახიდე გადასასვლელით სარგებლობდნენ.
ინფრასტრუქტურული პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა.