შუახევის მერიის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

405

შუახევის მერიის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მერიის ინფორმაციით, ყველა პირი, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა თვითიზოლაციაშია გადაყვანილი, მათ ტესტირება ჩაუტარდათ.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მერიის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა. შუახევის მერია ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით განაგრძობს.

დღეს, 22 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 218 შემთხვევა გამოვლინდა. სულ დადასტურებული შემთხვევაა3913, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 1574, გარდაცვლილი – 22.