აჭარის მთავრობის სახლთან, ხელვაჩაურის სოფელ სალიბაურის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ისინი სოფელ სალიბაურში ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში არიან შესახლებული და ფართის დაკანონებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობა შენობის გაყიდვას გეგმავს. შეკრებილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესან შეხვედრას მოითხოვენ. მოქალაქეებს თავდაპირველად აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა. რამაზ ჯინჭარაძე მათ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრას დაჰპირდა და განუცხადა, რომ შენობის პრივატიზება არ იგეგმება. აქციის მონაწილეებმა...
არჩევნების მეორე ტური იქნება და იქნება ჩემსა და გია ვოლსკის შორის. ჩემსა და ანა დოლიძეს შორის მეორე ტურს გამოვრიცხავ, ეს შეუძლებელია. ანუ ცოტა ხნის წინ გამოჩენილი ადამიანია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მაჟორიტარად კენჭი იყაროს დიდუბეში, პარლამენტში შევა და რა უნდა გააკეთოს თვითონაც არ იცის, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, პიროვნულად არცერთ კანდიდატს არ ერჩის,...
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი დავით კირკიტაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოს“ საარჩევნოდ ერთიანი სიის ფორმირება შესთავაზა, ხოლო, მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრის პოსტზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ბაქრაძის არჩევაზე შეთანხმდებოდნენ. როგორც დავით კირკიტაძემ განაცხადა, ამ დათქმით საუბარი არ ყოფილა, მაგრამ ისაუბრეს ერთიან ბლოკზე და იმაზე, რომ ემოქმედათ ისე, როგორც ეს 2020 წლის საარჩევნო ვითარებას წაადგებოდა. როგორც კირკიტაძე...
პარტიამ „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის და ვანის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატი წყალტუბოში წარადგინა. ალეკო ელისაშვილის თქმით, ინდიკო ბერძენაძე 2010 წლიდან ადვოკატთა ასოციაციის წევრია და ამჟამადაც საადვოკატო საქმიანობითაა დაკავებული. „მოქალაქეები“ ის გუნდია, სადაც გრძნობ, რომ შენ, როგორც პიროვნება მნიშვნელოვანი ხარ, მთელი ცხოვრება ადამიანების დაცვაში გავატარე და პარლამენტში შესვლის შემდეგ, მეტი ბერკეტი მექნება ჩემი წყალტუბოელების, ხონელების, სამტრედიელების და ვანელების ინტერესების დასაცად....
კახა კალაძემ დღეს, თბილისის მთავრობის სხდომაზე,  მორიგი ლაივი დააანონსა, როგორც განაცხადა, "ცრუ ბარლდებებსა" და "სიბინძურეზე" პასუხების გასაცემად. "მიკროავტობუსებთან დაკავშირებით კონკრეტული ტელევიზია ავრცელებდა სიბინძურეს და ხვალ, ხუთშაბათს, 10:00 საათზე შესაბამისი პასუხი გაეცემა ყველა ცრუ ბრალდებას და სიბინძურეს, რომელიც მოისმინა საზოგადოებამ', - თქვა კალაძემ. შეგახსენებთ, თბილისის მერიას დედაქალაქში 300 ახალი მიკროავტობუსი შემოჰყავს. როგორც სხდომაზე  კალაძემ თქვა,  Ford-ის მარკის მიკროავტობუსების ნაწილი ოქტომბერში, ნაწილი კი 180...
მერიამ თბილისში 87 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ჯამში, პროგრამის ფარგლებში თბილისსი საცხოვრებელი ფართები 900-მდე ოჯახს დაუკანონდა. „ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში პირობა დავდეთ, რომ ის ოჯახები, რომლებიც 10-12-15 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ბინებში და ვერ ახერხებდნენ საკუთარი ფართების დაკანონებას გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების და სხვადასხვა ხარვეზების გამო, დავპირდით, რომ ყველას დავეხმარებოდით,...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში, დაახლოებით, 180-მდე ობიექტია, რომელსაც დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი აქვს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამშენებლო კომპანია M2-თან და „სვეტთან“ დაკავშირებული ობიექტების მშენებლობები დაწყებულია და ეს პრობლემები მალე მოგვარდება. „სამწუხაროდ, დედაქალაქში დაუმთავრებელი მშენებლობები ძალიან ბევრია და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც ვიზუალური თვალსაზრისით, ასევე პრობლემას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვინც წლების წინ გარკვეული თანხები გადაიხადა, ელოდებოდა საცხოვრებელ...
წინა სტატია თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პირველი წლების განმავლობაში, თბილისში 3 000-მდე მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა, თუმცა ახალი რეფორმით, მათი რაოდენობა 1 200-მდე შემცირდება. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. "ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ მთლიან მოდერნიზებას ვაკეთებთ საავტობუსო ქსელის, მარშრუტების, იმისთვის, რომ ძირითად რაიონებში, უბნებში ივლის ჩვენი 12-მეტრიანი, 10-მეტრიანი, 8-მეტრიანი ავტობუსები. ხოლო თბილისის რელიეფიდან გამომდინარე, ქუჩების სივიწროვედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საჭიროებას...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, „აზიის განვითარების ბანკთან“ თანამშრომლობით, ავჭალაში პარკი გაშენდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ რეკრეაციული მწვანე სივრცეების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. „ავჭალაში, სადგურის მიმდებარედ, დაახლოებით ,2 ჰექტარი ტერიტორია იქნა მოძიებული და „აზიის განვითარების ბანკთან“ მჭიდრო თანამშრომლობით მოხდება ამ პარკის დაპროექტება და მოწყობა. მარტივად შესაძლებელია ნახოს ადამიანმა, განსაკუთრებით ზაფხულის დღეებში, როდესაც კარგი ამინდებია,...
შემდეგი სტატია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში Ford-ის მარკის 300 ერთებული მიკროავტობუსი ეტაპობრივად შემოვა, რითაც არსებული ყვითელი მიკროავტობუსები ჩანაცვლდება. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „15 ივლისს გამოცხადდა ტენდერი შესყიდვებთან დაკავშირებით, რომ ნაწილი, 300 ერთეული მიკროავტობუსი შეგვესყიდა, რათა ეტაპობრივად დავიწყოთ მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს მგზავრებისთვის. გვინდა, მთლიანად განვაახლოთ, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ავტობუსების...
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, რეგიონებში მათი შტაბის წევრებს გამოგონილი იდენტობის მქონე პირი უკავშირდებოდა პარტიის სახელით და არჩევნების საბოტაჟისკენ, რევოლუციური სცენარისკენ მოუწოდებდა. ბოკუჩავას ვარაუდით, ეს პირი სუს-ის მიგზავნილია ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ამიტომ მოუწოდებს უწყებებს, რომ ჰქონდეთ რეაგირება. ბოკუჩავას თქმით, პირი, რომელიც შტაბის წევრებს დაუკავშირდა, მათ გიორგი ნოზაძედ გაეცნო, თუმცა, მათ გადაამოწმეს ტელეფონის ნომერი და ის რეგისტრირებულია ალუდა ჯანხოთელზე. თავის...
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატის პრესსამსახურის ინფორმაციით, მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო, არჩევის შემთხვევაში განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა და სხვადასხვა საკითხებზე მათ პოზიციები მოისმინა. დღევანდელ შეხვედრაზე ქუთაისის მერობის კანდიდატმა რამდენიმე პროექტის შესახებაც ისაუბრა, რომელიც უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე განხორციელდა, მათ შორის: რამდენიმე ქუჩის, სკვერის, სანიაღვრე...
ბოლნისში, გაერთიანებული ოპოზიციისა და "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბებს თავს დაესხნენ. მთავარი არხის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ "ქართული ოცნების" ყოფილი წევრის და ამჟამად ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბზე ჩამოხიეს პლაკატები, დააზიანეს სათვალთვალო ვიდეო კამერები, კედლებზე დაწერეს შეურაცხმყოფელი სიტყვები და ცნობილი ფრაზის არასწორი ვარიცია - "მიჰა ჩჰამოდი". თავდამსხმელები ამ დრომდე არ არიან იდენტიფიცირებულები. ადგილობრივი ოპოზიციის წევრების თქმით, ასეთ დავალებებს "ქართული ოცნების"...
იმერეთში „კოვიდ-19“-ის ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა. მისი თქმით, ეს კლების ტენდენციაა, რადგან გუშინ 26 შემთხვევა იყო. ახალი შემთხვევები 1324 ადამიანის გატესტვის შედეგად გამოვლინდა, რომლებიც ძირითადად ცნობილი კლასტერების კონტაქტები იყვნენ და როგორც წესი, თვითიზოლაციაში ან საკარანტინო რეჟიმში იმყოფებოდნენ. როგორც ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, ეპიდსიტუაცია იმერეთში კონტროლს ექვემდებარება.
„ევროპული საქართველო“ ითხოვს, ზუგდიდის მერს გეგა შენგელიას, დროებით შეუჩერდეს უფლებამოსილება. „ევროპული საქართველოს“ წევრის ბესიკ დონაძის თქმით, ზუგდიდის მერი, ამავდროულად, არის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. ბესიკ დონაძის თქმით, გეგა შენგელიას აქვს პოლიტიკური მიკერძოება, ამრიგად ვერ ხდება კანონის აღსრულება. როგორც დონაძემ აღნიშნა, გიგი უგულავას პლაკატების დაზიანებაზე, გეგა შენგელიას არ ჰქონია რეაგირება, მიუხედავად იმისა, რომ მას საოლქო კომისიამ შესაბამისი...
საბავშვო ბაღები 1 ოქტომბერს გაიხსნებიან. ბაგა-ბაღების გაერთიანება წესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა როგორც პედაგოგებისთვის, ისე მშობლებისთვისაც. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.  აკრძალვები: ბაღში არ დაიშვებიან უცხო პირები, მათ შორის მშობლები; არ დაიშვებიან სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვები / პედაგოგები / ადმინისტრაცია; აკრძალულია სახლიდან სათამაშოების მოტანა; აკრძალულია ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება ვერ ხერხდება; აკრძალულია ისეთი გასართობი ღონისძიებები, რომელიც ითვალისწინებს ბავშვთა დიდი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ