შალამბერიძე: იმერეთში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

415

იმერეთში „კოვიდ-19“-ის ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ეს კლების ტენდენციაა, რადგან გუშინ 26 შემთხვევა იყო. ახალი შემთხვევები 1324 ადამიანის გატესტვის შედეგად გამოვლინდა, რომლებიც ძირითადად ცნობილი კლასტერების კონტაქტები იყვნენ და როგორც წესი, თვითიზოლაციაში ან საკარანტინო რეჟიმში იმყოფებოდნენ.

როგორც ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, ეპიდსიტუაცია იმერეთში კონტროლს ექვემდებარება.