აჭარის მთავრობის სახლთან, ხელვაჩაურის სოფელ სალიბაურის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ისინი სოფელ სალიბაურში ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში არიან შესახლებული და ფართის დაკანონებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობა შენობის გაყიდვას გეგმავს. შეკრებილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესან შეხვედრას მოითხოვენ.
მოქალაქეებს თავდაპირველად აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა. რამაზ ჯინჭარაძე მათ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრას დაჰპირდა და განუცხადა, რომ შენობის პრივატიზება არ იგეგმება.
აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის შენობაში შეჭრაც სცადეს, თუმცა, დაცვის თანამშრომლებმა ამის უფლება არ მისცეს.
“25 წელია შესახლებული ვართ სოფელ სალიბაურში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში. აჭარის ხელისუფლება ამ შენობის აუქციონზე გატანას აპირებს. ეს ფართები არ გვაქვს დაკანონებული. ვითხოვთ, დაგვიკანონონ საცხოვრებელი ფართები. თუ არ შესრულდა ჩვენი მოთხოვნა, არ გავჩერდებით, ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლელა შერიფაძე.