კალაძე: თბილისში 3 000-მდე მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა, მათი რაოდენობა 1 200-მდე შემცირდება

594

წინა სტატია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პირველი წლების განმავლობაში, თბილისში 3 000-მდე მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა, თუმცა ახალი რეფორმით, მათი რაოდენობა 1 200-მდე შემცირდება. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ მთლიან მოდერნიზებას ვაკეთებთ საავტობუსო ქსელის, მარშრუტების, იმისთვის, რომ ძირითად რაიონებში, უბნებში ივლის ჩვენი 12-მეტრიანი, 10-მეტრიანი, 8-მეტრიანი ავტობუსები. ხოლო თბილისის რელიეფიდან გამომდინარე, ქუჩების სივიწროვედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საჭიროებას წარმოდგენს მიკროავტობუსები”, — განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, ეს ყველაფერი ინტეგრირებული და დალაგებული იქნება ისე, რომ ადამიანისთვის მიკროავტობუსებით, ავტობუსებითა თუ მეტროთი მგზავრობა კომფორტული იყოს