დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, „აზიის განვითარების ბანკთან“ თანამშრომლობით, ავჭალაში პარკი გაშენდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ რეკრეაციული მწვანე სივრცეების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ავჭალაში, სადგურის მიმდებარედ, დაახლოებით ,2 ჰექტარი ტერიტორია იქნა მოძიებული და „აზიის განვითარების ბანკთან“ მჭიდრო თანამშრომლობით მოხდება ამ პარკის დაპროექტება და მოწყობა. მარტივად შესაძლებელია ნახოს ადამიანმა, განსაკუთრებით ზაფხულის დღეებში, როდესაც კარგი ამინდებია, პარკები, ეზოები, სადაც რეაბილიტაცია განხორციელდა, სავსეა ყველა თაობის ადამიანით. ამ მიდგომას გავაგრძელებთ, რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე უნდა შევქმნათ ქალაქში. სიმწვანე ძალიან უხდება თბილისს. საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა და თანადგომაა“,-აღნიშნა კალაძემ.