საბავშვო ბაღები 1 ოქტომბერს გაიხსნებიან. ბაგა-ბაღების გაერთიანება წესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა როგორც პედაგოგებისთვის, ისე მშობლებისთვისაც. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
აკრძალვები:
ბაღში არ დაიშვებიან უცხო პირები, მათ შორის მშობლები;
არ დაიშვებიან სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვები / პედაგოგები / ადმინისტრაცია;
აკრძალულია სახლიდან სათამაშოების მოტანა;
აკრძალულია ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება ვერ ხერხდება;
აკრძალულია ისეთი გასართობი ღონისძიებები, რომელიც ითვალისწინებს ბავშვთა დიდი ოდენობით თავშეყრას;
აკრძალულია მისალმებისას ხელის ჩამორთმევა და სხვებთან შეხება.
ვალდებულებები:
ბაღის შესასვლელთან უნდა განხორციელდეს ბავშვების / პერსონალის ტემპერატურის კონტროლი;
რესპირატორული სიმპტომების გამოვლენისას ბავშვი მაქსიმალურად სწრაფად უნდა წაიყვანოს მშობელმა;
მშობლის დროულად არ მოსვლის შემთხვევაში ბაღი უკავშირდება 112;
ბავშვების გარდა, ყველა სხვა პირი ბაღში დაიშვება მხოლოდ ნიღბით;
ბაღებმა უნდა უზრუნველყონ გარე სივრცეში ხანგრძლივად თამაშის ხელშეწყობა;
ბაღმა უნდა იცოდეს, ბავშვს აქვს თუ არა ალერგია ალკოჰოლზე, ან რომელიმე ისეთ ნივთიერებაზე, რომელიც შედის სადეზინფექციო სითხის შემადგენლობაში;
სამზარეულოში ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65 C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით, მანამდე ორჯერ გაირეცხოს არანაკლებ 40 C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით.
პერსონალი:
პერსონალი ვალდებულია სამუშაო პროცესი განახორციელოს დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
პერსონალი ვალდებულია დაიცვას პირადი ჰიგიენა;
დღის განმავლობაში, როდესაც ბავშვები არ იმყოფებიან ოთახებში (მაგ. არიან ეზოში) უნდა მოხდეს სათამაშო და საძინებელი ოთახების დასუფთავება/დეზინფექცია და განიავება;
დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს დამატებით უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი;
სამზარეულოში მუშაობის დროს გამოყენებული იქნეს ერთჯერადი ნიღაბი, თავსაბურავი და ხელთათმანი;
სათამაშოები უნდა გაირეცხოს ყოველდღიურად წყლით, ჯაგრისით, საპნით ან საკვები სოდის 2%-იანი ხსნარით;
მუშაობის პერიოდში პერსონალმა უნდა უზრუნველყოს თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.
„ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ წესებისა, რომლის შესრულებაც მოუწევთ როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღებს“, – ნათქვამია ბაღების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.