კვლევითი ორგანიზაციის "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამამ "აწარმოე საქართველოში" 2019 წელს 2 მილიონით დააფინანსა კომპანიები, რომლებმაც ხელისუფლებას 1,2 მილიონი ლარი შესწირეს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2019 წელს სსიპ-მა "აწარმოე საქართველოში" საერთო ჯამში 22 მილიონი ლარით დააფინანსა კომპანიები, აქედან 7.2 მილიონით – სასტუმროები; დაფინანსებულ საწარმოს შორის არის შპს "კასტა", რომლის ერთადერთი მესაკუთრე რუსეთის მოქალაქეა და რომელმაც 10 ათასამდე ლარი მიიღო; "აწარმოე საქართველოშის" დაფინანსებულ კომპანიებს...
აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი მისი წინამორბედების, კენეტ იალოვიცი, ჯონ ტეფტი და უილიამ კორტნის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება. ამბობს, რომ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ამ წლების მანძილზე გაწეული შრომის შედეგი და რამდენად შეძლებს ქვეყანა, ჩაატაროს იმაზე გაცილებით უკეთესი არჩევნები, ვიდრე ეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არჩევისას იყო.
"ჩემი წინამორბედების განცხადება მიუთითებს, რომ ისინი კვლავ დაინტერესებულები არიან საქართველოს წარმატებით და...
„თავისუფალმა საქართველომ“ ჭიათურის მცხოვრებლებს „იაფი მედიკამენტების პროგრამის“ ფარგლებში, დღეს წამლები გადასცა. პარტია აღნიშნულ პროგრამას 2019 წლიდან წარმატებით ახორციელებს და ამ ხნის განმავლობაში ასობით ოჯახმა მედიკამენტებზე შეღავათებით ისარგებლა,- ამის შესახებ ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.
„პანდემიის პირობებშიც კი მზად ვართ მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ და იაფი მედიკამენტები საკუთარი ძალებით მივაწოდოთ. სამწუხაროდ, ხელისუფლება, მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და უმძიმეს პირობებში ჩავარდნილ მოსახლეობას კიდევ...
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე ახალი გზა შენდება. ახალი დამაკავშირებელი გზის საშუალებით თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 სთ-ით შემცირდება და 6 სთ-ის ნაცვლად მგზავრობის დრო 4,5 სთ-ი იქნება. ინფორმაციას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინიცტრო ავრცელებს.
პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი, ინტენსიური სამუშაოები 5 ლოტზე ერთდროულად მიმდინარეობს, ამ დროისათვის მიწის სამუშაოები და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა ხორციელდება.
ზემო იმერეთი-რაჭის გზის I ლოტის 3.5 კმ-იან...
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა გორი-კასპის ოლქის მაჟორიტარი კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის საარჩევნო პლაკატები სხვა ოლქში გააკრეს. ამის შესახებ ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ,,ლელო საქართველოს" გორის ორგანიზაციის წარმომადგენელის გიორგი მელაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ეს ამბავი სოფელ სკრაში მოხდა. მართალია სკრა გორის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, თუმცა საარჩევნო უბანი ქარელი-ხაშურს ეკუთვნის:
"ორ საათში სასწრაფოდ გაგზავნეს ხალხი "შპატელებით" აახიეს ხოჯევანიშვილის "პლაკატები" და გააკრეს ქარელი-ხაშურის...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, უწყებათაშორის კომისიას ბოიკოტს უცხადებენ. მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ კომისია რეალურად არ იხილავს და არ რეაგირებს დარღვევებზე.
„ჩვენც ბოიკოტს ვუცხადებთ უწყებათაშორის კომისიას, რომელიც თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით იყო მრავალი წლის მანძილზე და ახლა ფორმალურად ეს ხელმძღვანელობა მის მოადგილეს გადაეცა, თუმცა, ამით უწყების მთავარი პრობლემა არ შეიცვალა. ეს მდგომარეობს იმაში, რომ ის რეალურად არ იხილავს და არ რეაგირებს...
ფოთის აგრარულ ბაზარში ხმაური და დაპირისპირება იყო. მოვაჭრეებმა ბაზრის ტერიტორიაზე ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის დემონტაჟის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მათი თქმით, ისინი წლებია აღნიშნულ ნაგებობაში საქონლის რეალიზაციას ახორციელებენ, რაც მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
მათივე თქმით, შენობის მეპატრონემ დღეს მერიის გადაწყვეტილება გააცნო,რომლის თანახმადაც ნაგებობის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად მეგრელიშვილის ქუჩა გადაკეტეს, თუმცა პოლიციამ მალევე გახსნა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ...
იმ შემთხვევაში, თუ ბაღის აღსაზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდება, საკითხის მართვა ჯანდაცვის უწყების კომპეტენციაში გადავა. საკითხი გახდება სამედიცინო შემთხვევა და მასზე სრულ მართვას აიღებს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ერთეული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში ბაღს მჭიდრო ურთიერთობა ექნება ეპიდემიოლოგებთან და მათი ყველა მითითება და მოთხოვნა ზედმიწევნით იქნება შესრულებული.
გვანცელაძის განმარტებით,...
გლდანის რაიონში, კეცხოველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოების გამო, 24 სექტემბრიდან კეცხოველის ქუჩაზე – ჯაბიძის ქუჩიდან ვეკუას ქუჩამდე მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია მოქალქეებს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის.
მთავრობის ადმინისტრაციასთან სოფელ იორმუღანლოდან ჩამოსული მამედოვების ოჯახი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად აქციას მართავს. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
ოჯახი სოფლის რწმუნებულს ზეწოლაში ადანაშაულებს და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. მამედოვები ამბობენ რომ ადგილობრივი კრიმინალებისგან საფრთხე ემუქრებათ.
მათი თქმით, 3 სექტემბერს სოფლის რწმუნებულის (საგარეჯოს მერის წარმომადგენლის) შვილი შირზად ისმაილოვი მათთან სახლში მივიდა, ფარიზ მამედოვი სახლიდან გაიყვანა და დაჭრა. ამის შემდეგ ისმაილოვი დააკავეს, და რწმუნებულის მხრიდან ზეწოლაც მალევე...
ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების დაცვისა და რეგულაციების გამკაცრების კუთხით, ახალი მითითებები არ გაცემულა. ინფორმციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსისა“ და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მგზავრთა მხრიდან რეგულაციების დაცვა მაქსიმალურად კონტროლდება და ასევე, სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექცია ყოველდღე ხდება.
როგორც „თბილისის მიკროავტობუსში“ აცხადებენ, მძღოლები, რომლებიც რეგულაციებს არ იცავენ, ნაცვლდებიან სარეზერვო მძღოლით და მათ საშუალოდ 10-დან 14 დღემდე ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვა ეზღუდებათ.
„ჩვენ...
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა, მათ შორის ვაჩნაძიანსა და შაშიანში რეკრეაციული ზონა და დასასვენებელი სკვერიც მოეწყო. პრიორიტეტები თავად სოფლის მოსახლეობამ შეარჩია.
რა გაკეთდა წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გურჯაანის სოფლებში? - თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
არანაირი საუბარი თანამდებობების შემოთავაზებაზე არც ყოფილა და არც მივიღებდით, ვინაიდან ჩვენი ამოცანაა არა თანამდებობების და სკამების განაწილება, არამედ გარდამტეხი ცვლილებების მოტანა 4 მილიონი ქართველისთვის, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოს“ მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრის პოსტზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ბაქრაძის არჩევა შესთავაზა.
როგორც ბაქრაძე აცხადებს, მთავარი პრობლემა არის ის, რატომ...
წელს ქალაქ გურჯაანის პირველ, მესამე და მეოთხე ბაღში ბაგის ჯგუფები არ გაიხსნება. სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, დარეგისტრირებული ბავშვები სასწავლო პროცესს ალტერნატიულ ფართში დაიწყებენ. ამის შესახებ სპექტრი წერს.
„2016 წელს მიღებული იქნა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ განათლების კანონი, რომლითაც განისაზღვრა საბავშვო ბაღებში ბავშვთა ოპტიმალური რაოდენობა ჯგუფებში. ბაგის ჯგუფში არ შეიძლებოდა ბავშვთა რაოდენობა 25-ზე მეტი ყოფილიყო,...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი მოეწყობა. მერიამ ტენდერი 69 143 ლარზე უკვე გამოაცხადა. ამის შესახებ სპექტრი წერს.
წინადადებების მიღების ვადა 29 სექტემბერს იწყება და 2 ოქტომბერს იწურება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 60 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.
პროექტის მიხედვით, სტადიონის ტერიტორიაზე გარეგანათებაც უნდა მოეწყოს.
რუსთავში შიდასაქალაქო მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტში ცვლილებები შევიდა. გადაწყვეტილება რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. რუსთავში #2 და #18 მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.
მერიის ტრანსპორტის სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელის, დაჩი გიორგაძის თქმით, მიზეზი მგზავრთა ნაკადის სიმცირე გახდა.
დაჩი გიორგაძის განმარტებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, აღნიშნული სამარშრუტო ხაზები ქალაქში აღარ ოპერირებდნენ, მარშრუტების გაუქმებასთან დაკავშირებით ოფიციალური გადაწყვეტილება კი რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































