გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი მოეწყობა. მერიამ ტენდერი 69 143 ლარზე უკვე გამოაცხადა. ამის შესახებ სპექტრი წერს.
წინადადებების მიღების ვადა 29 სექტემბერს იწყება და 2 ოქტომბერს იწურება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 60 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.
პროექტის მიხედვით, სტადიონის ტერიტორიაზე გარეგანათებაც უნდა მოეწყოს.