შესაძლოა, ტაქსებში 3-ზე მეტი პირის ყოფნაზე დაწესებული შეზღუდვა გაუქმდეს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხს უწყებათაშორის საბჭოს სხდომებზე განიხილავენ. ის არ გამორიცხავს, რომ საკითხი გადაიხედოს. "რეალურად ჩვენ დადგენილ შეზღუდვებს, რაც არის დარჩენილი მსხვილი შეზღუდვების მოხსნით შემდეგ, ყოველ საბჭოს სხდომაზე ვიხილავთ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი გადაიხედოს და გამორიხული არაფერია, მას...
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დღესდღეობით შეზღუდვები პოსტ - ფაქტუმ წესდება. „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ წამყვანის კითხვაზე, აჭარის გარდა სხვა რეგიონებში, მათ შორის, თბილისში უნდა ველოდოთ თუ არა მსგავს შეზღუდვებს, მთავრობის ადმინისტრაციის მეთაურმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით თბილისში მსგავსი შეზღუდვების საჭიროება არ დგას და საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვები მაქსიმალურად ლოკალური იქნება. ამასთან, ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, თუ რა ლოგიკით აწესებს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო...
ამ დროისთვის რეგულაციების დარღვევისთვის დაახლოებით 9-10 ათასი ჯარიმაა გამოწერილი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებაში ორი კატეგორიის ადამიანები არიან, ისინი, ვინც წესებს ზედმიწევნით იცავენ და ისინი, ვინც არ იცავენ - ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება დაჯარიმება. „რეალურად პრაქტიკაში ორი გზაა. გარკვეული ადანიანები მეტ სამოქალაქო პასუხისმგებლობას იჩენენ და მთავრობის რეკომენდაცია საკმარისია იმისთვის, რომ...
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არის მიღებული გადაწყვეტილება, რა დროით მოუწევთ სწავლის დისტანციურად გაგრძელება თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და რუსთავის სკოლების მეშვიდე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, საკოორდინაციო საბჭო გადაწვეტილებას ეპიდვითარების გათვალისწინებით მიიღებს. „კონკრეტულ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში პირველი კლასიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, 1-ელი ოქტომბრიდან მოსწავლეები სწავლას ფიზიკურად კლასებში გააგრძელებენ. რაც შეეხება, ფოთსა...
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 25-27 სექტემბერს თბილისის XXII წიგნის საერთაშორისო ფესტივალი სრულად ონლაინ ფორმატში გაიმართება. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინფორმაციით, ფესტივალი ოფიციალურად 25 სექტემბერს 12:00-ზე გაიხსნება და პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 25, 26 და 27 სექტემბერს 12:00-დან 19:00 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი პირდაპირი...
წინა სტატია შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხუმაურება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განხადებაშია აღნიშნული, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დგებოდა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. ბრალდებულთა შორის იყვნენ როგორც ოპოზიციური, ასევე, მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები. „გვსურს გამოვეხმაუროთ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 24 სექტემბრის განცხადებას, იმის თაობზე, რომ თითქოს წინა წლების პრაქტიკით წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი...
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ღია მმართველობის მაღალი დონის სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში, ონლაინ რეჟიმში გაიმართა. სამიტის მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნის იმ ლიდერებმა მიმართეს, რომლებმაც პანდემიასთან ბრძოლის პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულეს და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ეფექტური ღონისძიებები გაატარეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის როლზე, ასევე ხაზი გაუსვა პარტნიორობის...
კოსტრომის რეგიონში, პოვალიხინსკის სოფლსაბჭოს ხელმძღვანელის არჩევნები მოიგო მარინა უდგოდსკაიამ, რომელიც ადმინისტრაციაში დამლაგებლად მუშაობს. არჩევნებში 35 წლის უდგოდსკაია დასახლების ამჟამინდელი ხელმძღვანელის, ნიკოლაი ლოკტევის ერთადერთი მეტოქე იყო. მან ხმათა თითქმის 62% მიიღო - საარჩევნო უბანზე მისული 130-ზე მეტი ადამიანიდან მას 84-მა დაუჭირა მხარი. ოფიციალურად უდგოდსკაია კანდიდატად რუსეთის პენსიონერთა სოციალური პარტიის რეგიონალური განყოფილების მიერ დასახელდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ის არჩევნებზე ლოკტევის თხოვნით წავიდა,...
ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეში N3 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ჩხოროწყუს მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ავარიული შენობის დემონტაჟი და მშენებლობის პერიოდში სასწავლო პროცესი დროებით ალტერნატიულ შენობაში მიმდინარეობს. 2021 წლიდან მოსწავლეები სრულიად ახალ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში გააგრძელებენ სწავლას. შენობა აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. დაწესებულება ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. სკოლა გათვლილია 60 მოსწავლეზე. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სკოლის ეზო, მინი...
ალეკო ელისაშვილის პოლიტიკურმა მოძრაობამ გურიაში მაჟორიტარობის კანდიდატად ექიმი, ოთარ ქერქაძე დაასახელა. ელისაშვილმა მხარდამჭერებს ქერქაძე დღეს წარუდგინა. ალეკო ელისაშვილმა გურულებს "ყველაზე მეამბოხე ქართველები" უწოდა და თქვა, რომ 31 ოქტომბერს გურიაში "ნამდვილი საარჩევნო ამბოხი" მოხდება. შეგახსენებთ, რომ ქართულ ოცნებას" ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაურის ოლქში ვასილ ჩიგოგიძე ჰყავს წარდგენილი, ​"ძალა ერთობაშიას" მანუჩარ კვირკველია, ხოლო "ევროპულ საქართველოს" - ხათუნა გოგორიშვილი.
მთავრობით ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, გადაწყვეტილება, როდის განახლდება საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი, ჯერჯერობით, მიღებული არ არის. როგორც მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, აღნიშნული საკითხი საკოორდინაციო საბჭოს დღის წესრიგში რჩება. „დღესაც გაიმართა მსჯელობა. გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ვაგრძელებთ მსჯელობას. დღის წესრიგიდან არაა მოხსნილი. ბაღებში მეტი რისკია. ზოგიერთი ბაღი მეტადაა მომზადებული, ზოგიერთი - ნაკლებად. გვჭირდება რაღაც პერიოდი, რომ ბაღების მომზადება...
„ქართული ოცნება“ აჭარაში მიმდინარე და განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვიდეორგოლს აქვეყნებს. წარმატებულ პროექტებს შორისაა ზარზმის გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, შუახევში საჯარო სკოლის მშენებლობა, პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“ და ღვინის ორი ქარხანა, ასევე შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სანერგე-საჩითილე მეურნეობა. • ზარზმის გზის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები 5 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება,...
სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ელექტრონული პორტალი student.moh.gov.ge დღეიდან ამოქმედდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცემა: „2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით. სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და 2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით...
„გირჩის" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციამ აჩვენა, რომ მიუხედავად დაძაბულობისა და ბევრი გაუგებრობისა, როდესაც გარკვეულ თემაზე საუბარი დაიწყეს, შეთანხმებასაც მიაღწიეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამის მაგალითია ის, რომ მაგალითად შეთანხმება შედგა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. კითხვაზე, კოალიციური მთავრობის შემთხვევაში, თუ ვინ იქნება ოპოზიციის მიერ დასახელებული პრემიერობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. მისი თქმით, შესაძლებელია, რომ „გირჩმა" სხვა პარტიის...
„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას ითხოვს. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ აქვს ნდობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ამიტომ გარეჯის საკითხზე გადაწყვეტილებები საჯარო უნდა იყოს. "ჩემთვის ნულოვანი ნდობის არის ზალკალიანი და ჩემმა მტერმა ქნას, ზალკალიანის იმედზე იყოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვა. არანაირად არ ვენდობი. აქ რა საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სიწმინდეებს. აქედან გამომდინარე, მოვითხოვ დაუყოვნებლივ...
გორის მერიამ USAID-ის ზრდა პროექტის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გრანტი მოიპოვა, რომლის მიზანიც მუზეუმების განვითარება იყო. გორის მერიის ინფორმაციით, საგრანტო ბიუჯეტი ჯამში 62 056 ლარს შეადგენს. თვითმმართველობის თანადაფინანსების წილი კი 9 440 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული ფინანსური რესურსი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ორი მუზეუმის - სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმისა და ნიკო ლომოურის სახელობის მემორიალური მუზეუმის განვითარებას მოხმარდება. გრანტის ფარგლებში, ორივე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ