ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში N3 საჯარო სკოლა შენდება

392

ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეში N3 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

ჩხოროწყუს მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ავარიული შენობის დემონტაჟი და მშენებლობის პერიოდში სასწავლო პროცესი დროებით ალტერნატიულ შენობაში მიმდინარეობს.

2021 წლიდან მოსწავლეები სრულიად ახალ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში გააგრძელებენ სწავლას. შენობა აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. დაწესებულება ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. სკოლა გათვლილია 60 მოსწავლეზე. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სკოლის ეზო, მინი მოედანი და ავტოსადგომი.

სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ბიუჯეტი 1 214 000 ლარს შეადგენს.