“ყველაზე მეამბოხე ქართველები” – ელისაშვილმა გურულებს მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა

77

ალეკო ელისაშვილის პოლიტიკურმა მოძრაობამ გურიაში მაჟორიტარობის კანდიდატად ექიმი, ოთარ ქერქაძე დაასახელა. ელისაშვილმა მხარდამჭერებს ქერქაძე დღეს წარუდგინა.

ალეკო ელისაშვილმა გურულებს “ყველაზე მეამბოხე ქართველები” უწოდა და თქვა, რომ 31 ოქტომბერს გურიაში “ნამდვილი საარჩევნო ამბოხი” მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ოცნებას” ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაურის ოლქში ვასილ ჩიგოგიძე ჰყავს წარდგენილი, ​”ძალა ერთობაშიას” მანუჩარ კვირკველია, ხოლო “ევროპულ საქართველოს” – ხათუნა გოგორიშვილი.