„თავისუფალი საქართველოსთვის“ ზუგდიდი ერთ-ერთი სტრატეგიული ოლქია. ამ ქალაქში ჩვენ, პრაქტიკულად არცერთი არჩევნები არ გამოგვიტოვებია, გამონაკლისი არც წლევანდელი წელი იქნება“, - განაცხადა „თავისუფალმა საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ მისი თქმით, პარტიული სტრუქტურები ეფექტურად ვითარდება, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონალური მასშტაბით. „სამეგრელოს რეგიონში ბოლო რამდენიმე წელია რაც ჩვენს რეგიონალურ ოფისს ზურაბ ჯინჯოლავა წარმატებით ხელმძღვანელობს. ამ წლების განმავლობაში არაერთი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა, ამიტომაც დღეს, ზუგდიდის მაჟორიტარი...
სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი ლილოს დასახლებაში მოსახლეობას შეხდა. ადგილობრივების ძირითადი მოთხოვნა ამორტიზებული ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია და საფეხბურთო მოედნის მოწყობა იყო. როგორც სოზარ სუბარმა მოსახლეობას განუცხადა, ძალიან მალე, ლილოს დასახლებაში ევროსტანდარტების შესაბამისი საცურაო კომპლექსი გაიხსნება, რომლის ღირებულება 1 700 000 ლარია. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, დასასრულს უახლოვდება ბიბლიოთეკის შენობის სარემონტო სამუშაობი, რომლის ღირებულებაც 250 000 ლარს შეადგენს. მოსახლეობამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გარე განათების პრობლემის...
დედოფლისწყაროში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღეიდან დედოფლისწყაროს მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებლი ყველა პირობაა შექმნილი. ადმინისტრაციული შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დამხმარების ცენტრის...
კახეთის მაჟორიტარობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან", გიორგი ბოტკოველი პოლიტიკურ თვალთვალზე საუბრობს და ამბობს, რომ მას გამუდმებით დაჰყვება სუს-ის მანქანა. "ქართული ოცება" "ზუნავს", რომ თავი დაცულად ვიგრძნო. სადაც არ უნდა ჩავიდე, სუს-ის ავტომობილი მხვდება და მთელი დღის განმავლობაში დამყვება. მე არ მჭირდება ხელისუფლების დაცვა - "ნაციონალური მოძრაობა" დაცულია იმით, რომ ჩვენი სიმართლე გვაქვს და სწორედ ეს სიმართლე დაგამარცხებთ ოქტომბრის არჩევნებზე, - ამბობს...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, გერმანიის ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად სოფელ მაღრაანში, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიზნად ისახავს, შექმნას ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა. „ტყის ეროვნული აღრიცხვა წარმოადგენს ტყის საინფორმაციო...
აჭარაში, დღეიდან, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება. როგორც ცნობილია, 25 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაც აიკრძალა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, აჭარაში სასწავლო პროცესის განახლება და აღნიშნული სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა მაშინ მოხდება, როდესაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება. თამარ გაბუნიას თქმით, შეზღუდვები არის ბაზისური, რომელიც მობილობას გარკვეულწილად შეამცირებს, რაც აისახება ეპიდემიის გავრცელებაზე და სტაბილიზაციის ეფექტი ექნება.
ახლგორელ ჟურნალისტს და აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს უკვე 10 დღეა, ელექტროენერგია არ მიეწოდება. მეარაყიშვილი ამბობს, რომ მას დეფაქტო პროკურატურა დევნის და ზეწოლის ერთ-ერთ მექანიზმად სწორედ ამ ხერხს მიმართავს. ე.წ პროკურატურა ელექტროენერგიის ჩაჭრის ოფიციალურ მიზეზად დავალიანებას ასახელებს, რომელიც მეარაყიშვილს სინამდვილეში არ აქვს. დავალიანება, რომელიც 9000 რუბლს შეადგენს (დაახლოებით 400 ლარი) ჟურნალისტს 2017 წელს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით ჩამოეწერა. მეარაყიშვილი ამბობს, რომ ელექტროენერგიის შეწყვეტამდე საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პროკურორი, ალან...
წინა სტატია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გია ბარამიძე აცხადებს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ნაციონალური მოძრაობა ზურაბ ჯაფარიძეს კონკურენტ კანდიდატს არ დაუყენებს. ფორმულასთან საუბრისას ბარამიძე განმარტავს, რომ მის კოლეგა სალომე სამადაშვილს ოპოზიციის კანდიდატ ჯაფარიძისთვის კონკურენტის დაყენება არ უგულისხმია, არამედ მხოლოდ "უსაყვედურა" მას. "აბსოლუტურად უსაფუძვლოა , რადგან არცერთს არ უთქვამს, რომ შეიძლება განვიხილოთ ეს. არც სალომეს უთქვამს, რომელმაც უსაყვედურა ზურას პირდაპირ ეთერში", აცხადებს ბარამიძე და...
წინა სტატია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ "პოლის ჯოხი" უფრო მეტ ხმას აიღებს, ვიდრე "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ტელეკომპანია რუსთავი 2-თან კომენტარში ასე უპასუხა მან "გირჩის" ლიდერთან დაწყებულ დავას და ეჭვს იმაზე, რომ, შესაძლოა, მას კონკურენტად დაუდგეს მაჟორიტარულ ოლქში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზურაბ ჯაფარიძეს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ჯაფარიძის განცხადება, თითქოს ენმ-ის ამომრჩევლის ხმები მისთვის საინტერესო არ...
წინა სტატია "ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველს აკრიტიკებს და მას უპასუხისმგებლოს, სამარცხვინოსა და ოპოზიციონერ ომბუდსმენს უწოდებს. ამ ფორმით ეხმაურება ის ლომჯარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წევრებს ემუქრებიან. კობახიძის თქმით, რამდენიმე წელია ლომჯარია აცხადებს, რომ ვიღაცეებს ემუქრებიან და ძალადობენ, მაგრამ ვერცერთხელ ვერ დაასახელა, ვისზეა საუბარი. მისი თქმით, ეს ეჭვს აჩენს და უპასუხისმგებლობაა. "ომბუდსმენი არსებითად იგივეა, რაც NGO, სამწუხაროდ. ...
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია კენჭისყრამდე ორი კვირით ადრე შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჯილიენ სტირკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, კენჭისყირს მეორე დღეს პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც მისია ძირითად მიგნებებზე ისაუბრებს, ხოლო საბოლოო ანგარიში არჩევნებიდან რვა კვირის თავზე გამოქვეყნდება. „48 საათია, რაც ქვეყანაში ვიმყოფებით და არ გვქონდა შესაძლებლობა, ამჟამინდელი მდგომაროება შეგვეფასებინა, მაგრამ ჩვენი ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ ის არის, დავაკვირდეთ როგორია...
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა "გირჩის" სარჩელი, გენდერული კვოტირების შესახებ. კერძოდ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო გირჩის სარჩელის ერთი ნაწილი, თუმცა, მეორე, რომლის მიხედვითაც პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს, კონსტიტუციურად მიიჩნია. "კონსტიტუციური სარჩელი №1526 დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის 2024...
შემოსავლების სამსახური დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში მეწარმე სუბიეტების მიმართ ზეწოლის მიზნით კონტროლის ღონისძიებები განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ, საგადასახადო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი რისკის მქონე გადასახადის გადამხდელებთან სისტემატურად ახორციელებს მიმდინარე კონტროლის პროცედურებს, მათ შორის, ინვენტარიზაციას. „ინვენტარიზაციის მიზანია, მოხდეს...
წინა სტატია პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ კრიტიკა უკავშირდება ფორმალურად დაწყებულ გამოძიებებს, რომელსაც დასასრული არ აქვს და არა იმ ფაქტს, რომ უწყება გამოძიებას არ იწყებს. ამის შესახებ ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, მისი უწყება წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ყველა დარღვევაზე რეაგირებს. ბესელიას განმარტებით, ამომრჩევლებზე ზეწოლისა და სხვა ძალადობრივ ფაქტებზე პასუხისმგებელი...
თვეებია, რაც მარნეულის მერია სოფელ თამარისში ძიუდოს სპორტული დარბაზის მშენებლობის დარჩენილი სამუშაოების შესრულებისათვის 408 452 ლარიან ტენდერს აცხადებს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.  უარყოფითი შედეგებით დასრულდა 8 ივლისს, 6 აგვისტოს და 2 სექტემბეს გამოცხადებული ტენდერები. ახალი, მეოთხე მცდელობა კი 22 სექტემბრით თარიღდება, სადაც მონაწიოლეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 2-დან 5 ოქტომბრამდე პერიოდში შეეძლებათ. იმ შემთხვევაში, თუ, მეოთხე ცდა გაამართლებს, გამარჯვებული კომპანია ვალდებული...
წინა სტატია შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტან გომელაურის განცხადებას, რომ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ოპოზიცია ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებს, რომ არის თავდასხმა და პოლიცია არ იძიებს, რაც სიმართლე არ არის, ოპოზიცია გამოეხმაურა. ოპოზიციური პარტიის ლიდერები გომელაურს სთხოვენ, დაასახელოს ერთი შემთხვევა მაინც, როცა ოპოზიციონერზე მომხდარ თავდასხმაზე უწყებამ ვინმე დასაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.  "ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, ხელისუფლებას სირაქლემის პოზიცია აქვს. "ერთია...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ