აჭარაში, დღეიდან, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება. როგორც ცნობილია, 25 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაც აიკრძალა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, აჭარაში სასწავლო პროცესის განახლება და აღნიშნული სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა მაშინ მოხდება, როდესაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება.
თამარ გაბუნიას თქმით, შეზღუდვები არის ბაზისური, რომელიც მობილობას გარკვეულწილად შეამცირებს, რაც აისახება ეპიდემიის გავრცელებაზე და სტაბილიზაციის ეფექტი ექნება.