თამარისის ძიუდოს დარბაზის მშენებლობის დასასრულებლად გამოცხადებული ტენდერ სამჯერ ჩაიშალა

697

თვეებია, რაც მარნეულის მერია სოფელ თამარისში ძიუდოს სპორტული დარბაზის მშენებლობის დარჩენილი სამუშაოების შესრულებისათვის 408 452 ლარიან ტენდერს აცხადებს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. 

უარყოფითი შედეგებით დასრულდა 8 ივლისს, 6 აგვისტოს და 2 სექტემბეს გამოცხადებული ტენდერები. ახალი, მეოთხე მცდელობა კი 22 სექტემბრით თარიღდება, სადაც მონაწიოლეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 2-დან 5 ოქტომბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

იმ შემთხვევაში, თუ, მეოთხე ცდა გაამართლებს, გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 105 კალენდარულ დღეში შეასრულოს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში ძიუდოს დარბაზის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის ტენდერი მერიას 2019 წლის 29 იანვარსაც ჰქონდა გამოცხადებული. მაშინ ტენდერში შპს „ანანა“-მ გაიმარჯვა, რომელმაც მარნეულის მერიას დარბაზის აშენება 777 777 ლარად შესთავაზა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ ახალი ტენდერის გამოცხადება შპს „ანანა“-სთან შეწყვეტილი ხელშეკრულების გამო გახდა საჭირო.