სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი ლილოს დასახლებაში მოსახლეობას შეხდა. ადგილობრივების ძირითადი მოთხოვნა ამორტიზებული ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია და საფეხბურთო მოედნის მოწყობა იყო.
როგორც სოზარ სუბარმა მოსახლეობას განუცხადა, ძალიან მალე, ლილოს დასახლებაში ევროსტანდარტების შესაბამისი საცურაო კომპლექსი გაიხსნება, რომლის ღირებულება 1 700 000 ლარია. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, დასასრულს უახლოვდება ბიბლიოთეკის შენობის სარემონტო სამუშაობი, რომლის ღირებულებაც 250 000 ლარს შეადგენს.
მოსახლეობამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გარე განათების პრობლემის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. სოზარ სუბარი მათ დაჰპირდა , რომ აღნიშნული პრობლემა მალე მოგვარდება.
“ლილოში ახალგაზრდები ძალიან ამაყობენ, რადგან მათ საკუთარი ევროპის ჩემპიონი ჰყავთ -ლევან წიკლაური. ის ახლა პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, რაც კარგი მოტივაციაა მომავალი თაობისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.