წინა სტატია
წინასაარჩევნო პერიოდში, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 13 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, აბაშაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას ბილბორდის გასაკრავად მუნიციპალიტეტის კუთვნილი ამწე გამოიყენეს.
„კვლავ დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტები. აბაშაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას ბილბორდის გასაკრავად მუნიციპალიტეტის კუთვნილი ამწე გამოიყენეს....
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, 37 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ბინები განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა.
„კომისიის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელ ფართებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას. დამატებით 43 დევნილ...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
წინასაარჩევნო პერიოდში, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის 7 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში მთავარ გამოწვევას ამომრჩეველზე, აქტივისტებზე და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტები წარმოადგენს.
“ამგვარი შემთხვეევბის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და აზიანებს საარჩევნო...
სტატიის გაგრძელება
წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა, მუქარის 24 შემთხვევა გამოვლიდა. ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.
ამავე კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, პირადი ცხოვრებით შანტაჟის შემთხვევები ქალი პოლიტიკოსების მიმართ.
“ზუგდიდში, „ლელოს“ წევრ ქალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია, ფეისბუქზე საჯაროდ დაემუქრა პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გამოქვეყნებით. პარტიის წარმომადგენლების თქმით, "ლელოს’’...
სოფელ სადახლოში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ აქტივისტს, სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს.
როგორც „ევროპული საქართველოს“ მარნეულ-გარდაბნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა, აჰმედ იმამკულიევმა განაცხადა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პარტიის აქტივისტი სოფელში საარჩევნო ბანერს აკრავდა.
იმამკულიევი მომხდარს „ქართულ ოცნებას“უკავშირებს.
„ჩვენს აქტივისტს, სავარაუდოდ, ტირის თოფიდან, ფეხის არეში ესროლეს. ახლა, ის საავადმყოფოში უნდა მივიდეს. სამწუხაროდ, არ უნახავს, თუ ვინ ესროლა და ასე კონკრეტულად ვერავისზე ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ სავარაუდოდ ,...
მოგვდის კადრები, რომ მაგალითად, ბექა ნათელაშვილი, „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი მიდის შალვა კერესელიძის შეხვედრაზე, ლოგიკური კითხვაა, რა უნდა? მისი მიზანია პროვოკაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, რატომ ვერ გაანეიტრალა პოლიციამ სიტუაცია, გუშინ ნახედურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის, მდინარაძე აცხადებს, რომ „ყველა პროვოკატორს პოლიცია უკან ვერ გაეკიდება“.
„ამ წუთას მოგვდის კადრები, რომ მაგალითად,...
მარნეულში ძნელად თუ შეგხვდებათ ხე რომლიდანაც მაჟორიტარობის კანდიდატები არ გიყურებენ. ერთი ხიდან „ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი ზაურ დარგალი იყურება, მეორედან „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტრი კანდიდატი ახმედ იმამკულიევი, მესამიდან კი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი აზერ სულეიმანოვი. მარნეულში თითქმის ყველა ხეზე პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო პლაკატებია გაკრული. აღნიშნული ქმედება კი დასჯადია. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
2020 წლის 4 სექტემბერს მარნეულის...
წინა სტატია
ბოლნისში "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებმა აქცია გამართეს. ადგილობრივებს სოლიდარობის მიზნით შეუერთდნენ თბილისიდან ჩასული "ნაცმოძრაობის" მხარდაჭერები და ვეტერანების ნაწილი, რომლებმაც მსვლელობა ბოლნისის ქუჩებში მოაწყეს და დაზარალებულები მოინახულეს.
"მთავარი არხი" აცხადებს, რომ თბილისიდან 100-მდე მანქანა ჩავიდა ბოლნისში.
ტვ4-ის ინფორმაციით, გზაში ინციდენტი მოხდა. გამოცემის ცნობით, ბოლნისში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ კოლონაში მოძრავი ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი აცხადებს, რომ მის ავტომობილს ქვა ესროლეს. თვითმხილველების თქმით, ქვა მათ...
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ ბოლნისში არჩევნების ჩატარებას ომის ვეტერანები დააკვირდებიან.
„იმის ნაცვლად, რომ ადგილობრივი დეპუტატობის კანდიდატი მეშველიანი დაეხმაროს ხალხს, გააკეთოს ის, რაც კონსტიტუციით ავალია, შექმნეს ბანდები, რომლებიც ატერორებენ ჩვეულებრივ მოსახლეობას. უვარდებიან სახლებში. გუშინ ღამე, ინციდენტის შემდეგ დაარბიეს ოქრიაშვილის ერთ-ერთი ოფისი. უვარდებიან კაფეებში და ცემენ მოსახლეობას.
ეს არის „ოცნების“ სახე. მძიმე იყო, რომ გუშინდელი ფაქტი მოხდა სოხუმის დაცემის დღეს,...
რუსთავში ერთ-ერთ ქუჩას, აფხაზეთის სახელი მიენიჭება. როგორც TV4-ს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ქავთარაძემ განუცხადა, რუსთაველების ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას სულ მალე აფხაზეთის ქუჩა დაერქმევა. ამის შესახებ ტვ4 წერს.
“საკრებულოში შემოვიდა რუსთაველი მოქალაქეების ინიციატივა, რომ იმ ქუჩას, რომელიც იწყება ჟიული შარტავას ძეგლით და მიდის იაღლუჯისკენ ეწოდოს აფხაზეთის ქუჩა. ვფიქრობ, არაჩვეულებრივი ინიციატივაა და სულ მალე, ამ ქუჩას ექნება...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე მხარდამჭერებს მოუწოდებს თავი შეიკავონ პროვოკაციებზე რეაგირებისგან. ამის შესახებ მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის ბოლნისში მომხდარი დაპირისპირების თაობაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლიანი გუნდია და ყველა ტიპის პროვოკაციაზე თავშეკავება მართებს.
„ცალსახად და მკაფიოდ მოვუწოდებთ არა მხოლოდ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, არამედ რიგით მხარდამჭერებსაც და ნებისმიერ მოქალაქეს, რომ არ დავუტოვოთ არანაირი სივრცე პროვოკაციებისთვის და მაქსიმალური...
წინა გამოკითხვა
შემდეგი გამოკითხვა
ადგილობრივი თვითმმართველობა კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას თავს ართმევს, - ფიქრობს droa.ge-ს ონლაინგამოკითხვაში მონაწილეთა უმრავლესობა.
droa.ge-ს მიერ დასმულ შეკითხვას - ართმევს თუ არა თქვენი ადგილობრივი თვითმმართველობა კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას თავს?- გამოკითხულთა 58%-მა (321 ხმა) დადებითად უპასუხა და განაცხადა.
გამოკითხულთა 24% (132 ხმა) ამბობს, რომ მისი ადგილობრივი თვითმმართველობა კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას თავს ვერ ართმევს.
გამოკითხულთა 18%-ს (97 ხმა) კი მიაჩნია,...
ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.
ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, შენდება სასცენო ნაგებობა, დაგეგმილია დასასვენებელი ბაქნების და სათამაშო (საბავშვო) მოედნების, გაზონის, საპარკო სკამების, სასმელი წყლის შადრევნების, დეკორაციული განათების ბოძების მოწყობა. პარკში არსებული მნიშვნელოვანი ხე - მცენარეების დენდროლოგიური ჯიშებისთვის მცირე ზომის საინფორმაციო დაფების განთავსება; არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის მშენებლობა.
რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა...
პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ თავმჯდომარის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს ურეკავენ და საჯარო სამსახურში დასაქმებულ ოჯახის წევრებთან დაკავშირებით აფრთხილებენ.
მისივე თქმით, პარტიის რამდენიმე მხარდამჭერის ოჯახის წევრი ფინანსურ პოლიციაშიც დაიბარეს. ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ კანონის გამკაცრება აზრს კარგავს, რადგან წინასაარჩევნოდ იგივე პრობლემები იკვეთება.
„სამწუხაროდ, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ოჯახის წევრებთან დაკავშირებით ადამიანებს ურეკავენ და ეუბნებიან, ფრთხილად იყვნენ და მათ სამუშაო ადგილებს გაუფრთხილდნენ. ჩვენი პარტიის...
პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ ქვემო ქართლის ორ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია ხელოვანი თამარ ჭონიშვილი, ხოლო ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის საარჩევნო ოლქში „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ სახელით იბრძოლებს თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი ამირან კორტი.
„თამარ ჭონიშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურს ხელმძღვანელობდა 2013-2016 წლებში, ხოლო შემდგომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებული მიწების ლეგალიზაციის კომისიის წევრი და მდივანი იყო (2017-2019). თამარი პროფესიით ქორეოგრაფია, არის ნინო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































