სოფელ სადახლოში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ აქტივისტს, სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს.
როგორც „ევროპული საქართველოს“ მარნეულ-გარდაბნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა, აჰმედ იმამკულიევმა განაცხადა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პარტიის აქტივისტი სოფელში საარჩევნო ბანერს აკრავდა.
იმამკულიევი მომხდარს „ქართულ ოცნებას“უკავშირებს.
„ჩვენს აქტივისტს, სავარაუდოდ, ტირის თოფიდან, ფეხის არეში ესროლეს. ახლა, ის საავადმყოფოში უნდა მივიდეს. სამწუხაროდ, არ უნახავს, თუ ვინ ესროლა და ასე კონკრეტულად ვერავისზე ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ სავარაუდოდ , „ქართული ოცნების“ წარმომადგენელების მხრიდან მოხდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა იმამკულიევმა.