ადგილობრივი თვითმმართველობა კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას თავს ართმევს, – ფიქრობს droa.ge-ს ონლაინგამოკითხვაში მონაწილეთა უმრავლესობა.
droa.ge-ს მიერ დასმულ შეკითხვას – ართმევს თუ არა თქვენი ადგილობრივი თვითმმართველობა კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას თავს?- გამოკითხულთა 58%-მა (321 ხმა) დადებითად უპასუხა და განაცხადა.
გამოკითხულთა 24% (132 ხმა) ამბობს, რომ მისი ადგილობრივი თვითმმართველობა კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას თავს ვერ ართმევს.
გამოკითხულთა 18%-ს (97 ხმა) კი მიაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას ნაწილობრივ ართმევს თავს.
ონლაინგამოკითხვაში მონაწილეობა ჯამში 550-მა მომხმარებელმა მიიღო. გამოკითხვა ვებგვერდზე 2020 წლის 9 მაისს დაიწყო და 28 სექტემბერს დასრულდა.
droa.ge-მ უკვე დაიწყო ახალი გამოკითხვა, რომლითაც გვსურს, გავიგოთ, რამდენად ქმნიან ადგილობრივი თვითმმართველობები საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ საარჩევნო გარემოს.
იმედი გვაქვს, იაქტიურებთ და დააფიქსირებთ საკუთარ მოსაზრებას.