რუსთავში ერთ-ერთ ქუჩას აფხაზეთის სახელი მიენიჭება

500
რუსთავის მერია

რუსთავში ერთ-ერთ ქუჩას, აფხაზეთის სახელი  მიენიჭება. როგორც TV4-ს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ქავთარაძემ განუცხადა, რუსთაველების  ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით,  ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას სულ მალე  აფხაზეთის ქუჩა დაერქმევა. ამის შესახებ ტვ4 წერს.

“საკრებულოში შემოვიდა რუსთაველი მოქალაქეების ინიციატივა, რომ იმ ქუჩას, რომელიც იწყება ჟიული შარტავას ძეგლით და მიდის იაღლუჯისკენ ეწოდოს აფხაზეთის ქუჩა. ვფიქრობ, არაჩვეულებრივი ინიციატივაა და სულ მალე, ამ ქუჩას ექნება აფხაზეთის ქუჩის სახელი,  “-განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ქავთარაძემ.