წინა სტატია
პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პარტია "ლელოს" კანონპროექტი, რომელიც მმართველი გუნდის კანდიდატებს დებატებში მონაწილეობას ავალდებულებს, პროვოკაციული და რეალობას აცდენილია.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, შესაძლოა, ამომრჩეველს არ სურდეს, რომ ის დებატებში "ნულოვანი რეიტინგის მქონე" პარტიასთან დაჯდეს.
"ლელომ" შემოიტანა აბსურდული კანონპროექტი, რომელიც განხილული იქნება თუ არა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ვითომ პოლიტიკურ ველზე ცდილობენ, რაღაცა პროგრესული იდეის შემოტანას, რომ თუკი კანდიდატი უარს იტყვის დებატებში...
წინა სტატია
ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მარნეულის საოლქო კომისიასთან მომხდარი ინციდენტის შედეგად, საოლქო კომისიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული.
მისივე ინფორმაციით, ასევე იყო საოლქო საარჩევნო კომისიაში არაუფლებამოსილი პირების შეჭრის მცდელობის ფაქტიც.
„მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით მსურს ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ და დავგმოთ ის ძალადობის და საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მცდელობის ფაქტები, რომლებიც ჩვენ ყველამ...
სტატიის გაგრძელება
"ლელოს" ლიდერებმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა — კახა კოჟორიძემ და ლევან კობერიძემ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდის წევრებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს საერთო მაუწყებლის მიერ დაგეგმილ დებატებში მონაწილეობის მიღება.
ლელოს ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა კოჟორიძის თქმით, ქართული ოცნება ნებაყოფლობით არ მიდის დებატებზე. მათ უნდათ ამომრჩევლის ხმები, მაგრამ არ უნდათ უპასუხონ კითხვებს.
"ქართული საზოგადოება ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ შეეჯახა...
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია მერიის დაქვემდებარულ შპს "პარკინგსერვისს" კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
მისი განცხადებით, მაშინ როცა კომპანიას ბიუჯეტში მოგება უნდა შეეტანა და ჯარიმებისა და ქირის სახით 2 მილიონ ლარზე მეტიც მიიღეს, ბიუჯეტში დავალიანება 1 784 000 ლარამდე დაუგროვდათ.
ამ ფონზე კი ქუთაისის საკრებულო "პარკინგსერვისს" ვალის გადასახდელად 9 წლიან გრაფიკს სთავაზობს. ახალი გრაფიკის მიხედვით, 1 784 000...
ზუგდიდის 67-ე ოლქის საარჩევნო კოსისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს დღეს 69 საჩივრით მიმართეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო პლატფორმა" ზუგდიდის სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე კომისიის დამოუკიდებელ წევრებად არჩეული იმ პირების უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს, ვინც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" მიერ იყვნენ დანიშნულები კომისიის წევრებად.
ორგანიზაციის განცხადებით, მათი საუბნო კომისიების დამოუკიდებელ წევრებად არჩევა წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის "საარჩევნო კანონის" 24 -ე მუხლის მე-2...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცდილობენ, რომ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ აქტივისტები დაგეგმილ პროვოკაციებში ჩართონ.
როგორც მდინარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ გარკვეული პროვოკაციები ყველა რაიონში აქვს დაგეგმილი.
„მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმერეთში „ნაცმორაობის“ წევრებმა, რომლებიც პროვოკაციის ნაწილი უნდა ყოფილიყვნენ, უარი განუცხადეს თავის ხელმძღვანელობას პროვოკაციაში მონაწილეობაზე და ახლა „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ცდილობენ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, დაარწმუნონ თავისი წევრები, რომ პროვოკაციებში ჩაერთონ. ჩვენ...
ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე წყლის მილი დაზიანდა, დატბორილია საავტომობილო გზის ნაწილი და ტროტუარები. მილის დაზიანების გამო, გზის ნაწილიც ჩავარდა. ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი წერს.
თვითმხილველები ყვებიან, რომ ხმაური გაიგონეს, შემდეგ კი წყლის დიდმა ნაკადმა გზაც დააზიანა. აღნიშნულ მონაკვეთში ბევრი სავაჭრო ობიექტია. მეპატრონეები ამბობენ, რომ თუ რეაგირება სწრაფად არ მოხდება მაღაზიებიც დაიტბორება.
''მაღაზიიდან ვუყურებდი, ავტომობილი მიდიოდა და რაღაც საშინელი ხმა იყო. წყალი გადმოდიოდა. დავრეკე...
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ EMC შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მოუწოდებს, რომ 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, მომხდარი დაპირისპირება დროულ და ეფექტურ გამოიძიოს.
„ჩვენ მიერ გამოკითხული ადგილობრივი თემის წევრები განმარტავენ, რომ 27 სექტემბერს ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის გოგა მიშველიანის ძმასთან ერთად, 30-ზე მეტი ხელკეტებიანი პირი მივიდა ადგილობრივ ჩაიხანაში და გარკვეული შელაპარაკების შემდეგ, მათ ძალადობას მიმართეს, დააზიანეს ჩაიხანის...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საარჩევნო კამპანიისას გამოვლენილ დაღვევებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
"2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანია 1 სექტემბრიდან დაიწყო. მუდმივი განახლების რეჟიმში წარმოგიდგენთ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებს:
28 სექტემბერი
მარნეულის სოფელ სადახლოში, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ აქტივისტს სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს. შემთხვევა სავარაუდოდ მაშინ მოხდა, როდესაც პარტიის აქტივისტი სოფელში საარჩევნო ბანერს აკრავდა.
გამოძიება დაწყებულია...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში, საფეხბურთო მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა იგეგმება. სკვერის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის მარნეულის მერიამ 2 225 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საიმერლოში სკვერის მოწყობის ძირითად სამუშაოებში შედის: ქვაფენილის მოწყობა, მწვანე ნარგავების განთავსება, სკამებისა და ნაგვის ურნების განთავსება, საბავშვო გასართობი მოედნის მოწყობა, საფეხმავლო ბილიკების მოწყობა და გარე განათების მოწყობა.
აღნიშნული ტენდერი...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დროშების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მერია საქართველოს სახელმწიფო დროშის, ევროკავშირისა და გორის მუნიციპალიტეტის დროშის შესაძენად 27 650 ლარი გაითვალისწინა.
აღნიშნულ თანხაში მერია გეგმავს შეიძინოს გარე გამოყენების დროშები, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
"სადროშე ბადე, პოლიესტერი, სუბლიმაციური ციფრული ბეჭდვა, პერიმეტრზე ორგვირისტიანი შემოკერვა, დროშის მარცხენა მხრიდან ვერტიკალურურად მიკერებული მყარი ზონარი, მთელ სიგრძეზე კაუჭებისთვის განკუთვნილი მიკერებული სამაგრით, ქარგამძლე, არ უნდა გახუნდეს, არ უნდა ჩამოირეცხოს", - წერია საქონლის...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარ ფაქზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათი განმარტებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. მომხდარში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა,...
გორში თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 850 მ-იანი მონაკვეთი სტალინის გამზირსა და რაზმაძის ქუჩებს შორის მდებარეობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება ტრანსპორტის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, ბორდიურების, საკომუნიკაციო ჭების, ხუფების აწევა სათანადო ნიშნულამდე და დამცავი კედლის მოწყობა, ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე.
ადგილობრივების განცხადებით, ამორტიზირებული გზის საფარი გარდა იმისა რომ გადაადგილებისას პრობლემებს ქმნიდა, იწვევდა დიდ ხმაურსაც.
სამუშაოების ღირებულება 833 000 ლარს შეადგენს
გლდანულაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება გლდანულას მუნიციპალურ პარკში რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ ეროვნული დროშების ნაცვლად პარტიული დროშების აღმართვას მოჰყვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები კი დღეს ცდილობდნენ სკვერში „ქართული ოცნების“ დროშების ნაცვლად, კვლავ საქართველოს ეროვნული დროშები აღემართათ.
„ეს ადამიანები სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს აიძულებენ უყურონ „ქართული ოცნების“ დროშებს. ეს არის საბჭოთა კავშირის მეთოდები, როცა...
წინა სტატია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აქცია მოაწყეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
„მომწერეს ახალი ამბავი ძალადობასთან დაკავშირებით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოაწყეს აქცია, სადაც უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ მართველ გუნდსა და მის წარმომადგენლებს. შემდეგ ერთ-ერთი წევრი, ლაშა ქველაძე აპირებდა შენობაში შეჭრას და ამ დროს იყო სიტყვიერი კამათი, ფიზიკური...
საბურთალოს რაიონში, მზია ერისთავის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, 1 777 მ2 ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ამ დროისთვის, გზის საფუძველის მომზადება მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა.
„აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციები იყო მოსაწესრიგებელი. კომპანიამ „ჯი-ვი-პი“ წყლისა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































