გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დროშების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მერია საქართველოს სახელმწიფო დროშის, ევროკავშირისა და გორის მუნიციპალიტეტის დროშის შესაძენად 27 650 ლარი გაითვალისწინა.
აღნიშნულ თანხაში მერია გეგმავს შეიძინოს გარე გამოყენების დროშები, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
“სადროშე ბადე, პოლიესტერი, სუბლიმაციური ციფრული ბეჭდვა, პერიმეტრზე ორგვირისტიანი შემოკერვა, დროშის მარცხენა მხრიდან ვერტიკალურურად მიკერებული მყარი ზონარი, მთელ სიგრძეზე კაუჭებისთვის განკუთვნილი მიკერებული სამაგრით, ქარგამძლე, არ უნდა გახუნდეს, არ უნდა ჩამოირეცხოს”, – წერია საქონლის ტექნიკური პარამეტრების აღწერაში.