ცესკო-ში ზუგდიდიდან დღეს, 70-მდე საჩივარი შევიდა

477

ზუგდიდის 67-ე ოლქის საარჩევნო კოსისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს დღეს 69 საჩივრით მიმართეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო პლატფორმა” ზუგდიდის სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე კომისიის დამოუკიდებელ წევრებად არჩეული იმ პირების უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს, ვინც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” მიერ იყვნენ დანიშნულები კომისიის წევრებად.

ორგანიზაციის განცხადებით, მათი საუბნო კომისიების დამოუკიდებელ წევრებად არჩევა წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის “საარჩევნო კანონის” 24 -ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევას.

საჩივრები განხილვაშია.

მანამდე, “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო კომისიები დააკომპლექტა “ქართული ოცნების” მხარდამჭერებით.