გლდანულაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

366

გლდანულაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გლდანულას მუნიციპალურ პარკში რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ ეროვნული დროშების ნაცვლად პარტიული დროშების აღმართვას მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები კი დღეს ცდილობდნენ სკვერში „ქართული ოცნების“ დროშების ნაცვლად, კვლავ საქართველოს ეროვნული დროშები აღემართათ.

„ეს ადამიანები სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს აიძულებენ უყურონ „ქართული ოცნების“ დროშებს. ეს არის საბჭოთა კავშირის მეთოდები, როცა ისინი აიძულებდნენ ხალხს სიმბოლიკის ყურებას“, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.