მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში, საფეხბურთო მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა იგეგმება. სკვერის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის მარნეულის მერიამ 2 225 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საიმერლოში სკვერის მოწყობის ძირითად სამუშაოებში შედის: ქვაფენილის მოწყობა, მწვანე ნარგავების განთავსება, სკამებისა და ნაგვის ურნების განთავსება, საბავშვო გასართობი მოედნის მოწყობა, საფეხმავლო ბილიკების მოწყობა და გარე განათების მოწყობა.
აღნიშნული ტენდერი ადგილობრივმა თვითმმართველობამ 25 სექტემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 3-დან 5 ოქტომბრამდე პერიოდში შეეძლებათ.
გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სკვერის მოწყობისათვის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდა მუნიციპალიტეტს 30 კალენდარულ დღეში მიაწოდოს.