გორში თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 850 მ-იანი მონაკვეთი სტალინის გამზირსა და რაზმაძის ქუჩებს შორის მდებარეობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება ტრანსპორტის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, ბორდიურების, საკომუნიკაციო ჭების, ხუფების აწევა სათანადო ნიშნულამდე და დამცავი კედლის მოწყობა, ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე.
ადგილობრივების განცხადებით, ამორტიზირებული გზის საფარი გარდა იმისა რომ გადაადგილებისას პრობლემებს ქმნიდა, იწვევდა დიდ ხმაურსაც.
სამუშაოების ღირებულება 833 000 ლარს შეადგენს